ავტორი:

რა ვიცით კორონავირუსის საწინააღმდეგო "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ, რომლითაც აცრები საქართველოში 4 მაისიდან დაიწყება

რა ვიცით კორონავირუსის საწინააღმდეგო "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ, რომლითაც აცრები საქართველოში 4 მაისიდან დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 4 მაისიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით, "სინოფარმით" ვაქცინაცია დაიწყება.

"გადაწყვეტილია, რომ მალე ამოქმედდება ჩინური "სინოფარმით" აცრები. დაიწყება 4 მაისიდან, რომელიც ქვეყანაში არის დასაწყობებული 100 000 დოზის რაოდენობით", - განაცხადა გამყრელიძემ.

აღნიშნული ვაქცინა ამ დრომდე არ არის დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. სააგენტო "როიტერსის" ცნობით, ჯანმო ელოდება ვაქცინის კლინიკური კვლევების მესამე ეტაპის დასრულებას და კვლევის შედეგს, რომლის მიხედვითაც უნდა გადაწყდეს, ზუსტად რამდენი დოზის მიღებაა საჭირო იმისთვის, რომ ვაქცინა მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. ლაპარაკია იმაზე, რომ შესაძლოა, ვირუსისგან დასაცავად ამ ვაქცინის სამი დოზის მიღება იყოს საჭირო, თუმცა ეს ჯერ დამტკიცებული არ არის.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ზოგიერთი ვაქცინისგან განსხვავებით, "სინოფარმს" არ სჭირდება განსაკუთრებული პირობები შენახვისთვის, არ სჭირდება ექსტრა ყინულოვანი მაცივრები, მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშია შესაძლებელი. ყოველივე კი დისტრიბუციისთვის უფრო მოსახერხებელს ხდის.

  • ვნახოთ, რა არის ცნობილი "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ

"სინოფარმმა“ 2020 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ვაქცინის კვლევის სამმა ფაზამ მისი 79%-ით ეფექტიანობა აჩვენა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს არ არის ზუსტი მაჩვენებელი, ვინაიდან ამ ვაქცინამ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარი ეფექტიანობა აჩვენა. მაგალითად, ვაქცინის გამოყენება დაუშვეს გაერთიანებულ არაბთა საემიროებში, სადაც იანვარში განაცხადეს, რომ შუალედური შედეგის მიხედვით, ის 86%-ით ეფექტიანი იყო.

კომპანიის სპიკერმა აღნიშნულ შეუსაბამობაზე "როიტერსთან“ თქვა, რომ დეტალები მოგვიანებით გამოქვეყნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა ჯერ კვლავ კვლევის ეტაპზეა, ის ჩინეთში მილიონობით ადამიანმა მიიღო. ვაქცინის მუშაობის პრინციპი ასეთია - ინექციის შემდეგ ჩნდება ანტისხეულები და ორგანიზმი მზადდება იმისთვის, რომ შემდგომში ებრძოლოს კორონავირუსის ინფექციას.

"სინოფარმის" ვაქცინას იყენებენ სერბეთში, უნგრეთში, გაერთიანებულ არაბთა საემიროებში, პერუში, ეგვიპტეში, ვენესუელაში, მექსიკაში და რა თქმა უნდა, ჩინეთში.

ამასთანავე, ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რამდენად ეფექტიანია "სინოფარმის" ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამების მიმართ. როგორც სხვადასხვა წყაროებში აღნიშნულია, "სინოფარმის" ვაქცინას აქვს ისეთივე გვერდითი ეფექტები, როგორიც კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინებს - ცხელება, აცრის გაკეთების ადგილის ტკივილი, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, რომელიც მაქსიმუმ ორ დღეში ქრება, თუმცა ვაქცინის გვერდითი ეფექტების შესახებ დეტალური, ზუსტი და ყველაზე სარწმუნო ჩამონათვალი გამოქვეყნდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე მას შემდეგ, რაც ჯანმო აღნიშნულ პრეპარატს ავტორიზაციას მიანიჭებს.

კორონავირუსის პრევენცია ძროხის ფეკალიებით - ინდოეთში ვირუსს უჩვეულო მეთოდით ებრძვიან: რას აცხადებენ ექიმები

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თხები, რომლებსაც კრიპტოვალუტის სახელები ჰქვიათ - მარკ ცუკერბერგმა საზოგადოებას მაქსი და ბიტკოინი გააცნო

შეიარაღებული თავდასხმა რუსეთის ქალაქ ყაზანის სკოლაზე - დაღუპულია 8 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი