ავტორი:

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თხები, რომლებსაც კრიპტოვალუტის სახელები ჰქვიათ - მარკ ცუკერბერგმა საზოგადოებას მაქსი და ბიტკოინი გააცნო

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თხები, რომლებსაც კრიპტოვალუტის სახელები ჰქვიათ - მარკ ცუკერბერგმა საზოგადოებას მაქსი და ბიტკოინი გააცნო

"ფეისბუქის“ დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა სოციალურ ქსელში თავისი თხების ფოტო გამოაქვეყნა, როგორც მარკმა აღნიშნა, თხებს მაქსი და ბიტკოინი ჰქვია.

მაქსი და ბიტკოინი დღეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თხები არიან. აღსანიშნავია, რომ მაქსიც და ბიტკოინიც კრიპტოვალუტის სახელებია.

ცუკერბერგს კომენტარებში შეახსენეს მისი ერთ-ერთი "ახირების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც, ხორცს ისე არ ჭამს, თუ ცხოველი თავად არ მოკლა.

"ნუთუ საკუთარი ხელებით უპირებ დახოცვას?“ - ეკითხებიან მილიარდერს.

ცნობისთვის, მარკი ხორცს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჭამს, თუ ცხოველი თავად მოკლა. 2017 წელს მან თქვა, რომ მიირთმევს მხოლოდ იმ ცხოველის ხორცს, რომელიც თავად მოკლა და შემდეგ ხორცი თვითონვე დაამუშავა. 2011 წელს მან "ფეისბუქზე“ პოსტიც კი დაწერა იმის შესახებ, რომ ღორი და თხა მოკლა.

წაიკითხეთ ვრცლად: მილიარდერის ახირებები - მარკ ცუკერბერგი ხორცს მხოლოდ მაშინ ჭამს, თუ ცხოველი თავად მოკლა

"მინდა ყოველდღიურად 10 თქვენგანი დავხოცო, სამყაროში ცოცხალი არავინ უნდა დარჩეს" - ვინ არის თავდამსხმელი, რომელაც ყაზანის სკოლაში მასობრივი მკვლელობა მოაწყო

კორონავირუსის პრევენცია ძროხის ფეკალიებით - ინდოეთში ვირუსს უჩვეულო მეთოდით ებრძვიან: რას აცხადებენ ექიმები

შეიარაღებული თავდასხმა რუსეთის ქალაქ ყაზანის სკოლაზე - დაღუპულია 8 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი