ავტორი:

მკვლელობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში - 40 წელს გადაცილებულ მამაკაცს, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან ესროლეს

მკვლელობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში - 40 წელს გადაცილებულ მამაკაცს, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან ესროლეს

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბაში 40 წელს გადაცილებული მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მამაკაცს ცეცხლნასროლი დაზიანება სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან გასროლით მიაყენეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, პაატა კოკაურის ინფორმაციით, მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია და სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შესაძლოა, მომხდარი ფაქტი სოფელში მცხოვრებ ორ ოჯახს შორის წლების წინ არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს, რა დროსაც ერთ-ერთი ოჯახის წარმომადგენლის მკვლელობა მოხდა.

"ჯერ ერთი ძმა მომიკლეს მაგისმა შვილებმა, გამოვიდნენ ციხიდან და ახლა ჩემი მეორე ძმაც მოკლეს" - ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის უცნობი დეტალები

ლაგოდეხში პოლიციელი დაჭრეს - ოჯახური კონფლიქტის დროს, სამართალდამაცვმა მამაკაცის შეჩერება სცადა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გელათთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს