ავტორი:

"ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე ნიკა მელია ციხეში იმყოფება" - ზაალ უდუმაშვილის თქმით, "ნაცმოძრაობაში" ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის

"ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე ნიკა მელია ციხეში იმყოფება" - ზაალ უდუმაშვილის თქმით, "ნაცმოძრაობაში" ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტიის ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ წინადადებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით იმსჯელეს, კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

როგორც ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, შეთანხმებაზე ვერ ისაუბრებენ, მაშინ, როდესაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ციხეშია.

"ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. დღეს პოლიტსაბჭო შეიკრიბა, ჩვენ ვიმსჯელეთ იმ საკითხზე, რასაც ჰქვია ამ შეთანხმების ხელმოწერა ან, არ მოწერა. როგორც იცით, მორიგი შეხვედრა ჩაინიშნა ოპოზიციასა და მედიატორების თანხლებით, შესაბამისად, კიდევ დავაყენებთ ჩვენს მთავარ წინადადებას. ეს წინადადება არის ის, რომ ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, სანამ ნიკა მელია ციხეში იმყოფება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რომ გაიხსნას გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ საბოლოო შეთანხმებამდე მივიდეთ. გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, როდესაც მოლაპარაკებები და შეხვედრები დასრულდება და საბოლოო პოზიცია გვეცოდინება", - აცხადებს უდუმაშვილი.

როგორც სხდომის დაწყებამდე პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, "არსებობს საკითხები, რომელიც შეიძლება დაზუსტდეს დამატებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ შემოთავაზებული დოკუმენტი საკმარისად კომპრომისულია იმისთვის, რომ განვიხილოთ ხელმოწერა".

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, კარგი იქნება თუ ოპოზიცია ერთიან პოზიციას შეინარჩუნებს, რაც პოლიტიკური პროცესისთვის კარგი და სწორი იქნება.

იცით, რომ ფაქტობრივად დასრულდა მოლაპარაკებების პროცესი. "ნაცინალურმა მოძრაობამ" უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი პარტიული პოზიცია. პოლიტსაბჭოს სხდომა ამ შეთანხმების პირობების მსჯელობისთვის იმართება და პარტიის პოზიციის განსაზღვრისთვის. მიმაჩნია, რომ არსებობს საკითხები, რომელიც შეიძლება დაზუსტდეს დამატებით, იგივე ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ შემოთავაზებული დოკუმენტი საკმარისად კომპრომისულია იმისთვის, რომ განვიხილოთ ხელმოწერა.

ნიკა მელიას გათავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი თემა იმიტომ, რომ მისი გათავისუფლება განსაზღვრავს პარტიის პოზიციას.

ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება ოპოზიციამ ერთიანი პოზიცია შეინარჩუნოს. ამიტომ ყველა ოპოზიციურ პარტიას "ნაციონალურ მოძრაობასაც" და სხვებსაც ალბათ, ეს მიდგომა უნდა ჰქონდეს, რომ როგორმე ერთიანი პოზიცია და მიდგომა შევინარჩუნოთ, რაც პოლიტიკური პროცესისთვის იქნებოდა კარგი და სწორი" , - განაცხადა სამადაშვილმა.

როგორ ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის მიღწეულ შეთანხმებას?

"ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის გირაოს და მელიას შეეძლება ნებისმიერ მომენტში გამოვიდეს" - პაპუაშვილი

"მელიასთან დაკავშირებით არსებობს  გირაოს უზრუნველყოფა, შემდეგი ნაბიჯი კი არის ამნისტიის პროექტი" - არჩილ თალაკვაძე