ავტორი:

"საქართველოს გაუმარჯოს - ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში შეთანხმებაზე ხელმოწერას" - შარლ მიშელი

"საქართველოს გაუმარჯოს - ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში შეთანხმებაზე ხელმოწერას" - შარლ მიშელი

ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში შეთანხმებაზე ხელმოწერას, რომელიც არის არსებული კრიზისიდან გამოსავალი, - ამის შესახებ განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში გაავრცელა.

მისი თქმით, იმ პოლიტიკურმა ლიდერებამა ვინც შეთანხმებას ხელს აწერენ ხალხის ინტერესი წინ დააყენეს და დემოკრატიას განვითარების საშუალება მისცეს.

„შეთანხმება საქართველოში, საქართველოს გაუმარჯოს!

ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში შეთანხმებაზე ხელმოწერას, რომელიც არის არსებული კრიზისიდან გამოსავალი. თქვენ დააყენეთ ხალხის ინტერესი პირველ ადგილას და მიეცით დემოკრატიას განვითარების საშუალება.

მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ყველა პოლიტიკურ პარტიას,“ - განაცხადა შარლ მიშელმა.

მან ყველა მხარეს, ვინც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, მადლობა გადაუხადა არსებული განსხვავებების გვერდზე გადადებისა და ქვეყნის ინტერესების წინ დაყენებისთვის.

„6 კვირის წინ მე შევხვდი ყველა თქვენგანს საქართველოში, თბილისში და თქვენ გახსოვთ, მე გითხარით, რომ ჩვენ დავიწყეთ პოლიტიკური დიალოგი, რათა გამოვიდეთ პოლიტიკური ჩიხიდან. ჩვენ შევხვდით პრეზიდენტის სასახლეში, სადაც თქვენ დღეს ხვდებით ერთმანეთს. პრეზიდენტის ინსტიტუტი არის სიმბოლო საქართველოს ერთიანობის. მე დავდე მაგიდაზე 5 არსებითი საკითხი, რომელთა ირგვლივ საჭირო იყო შეთანხმება, იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც არის ქვეყანაში და მე დაგპირდით, რომ ჩართული დავრჩებოდი ამ პროცესში და დავნიშნე ჩემი პირადი წარმომადგენელი ბატონი დანიელსონი, ვინც საქართველოში იმყოფებოდა ორჯერ და ჩაატარა ბევრი შეხვედრა ყველა თქვენგანთან. მე ვთხოვე ჩემს დიპლომატიურ ჯგუფს, რომ პროცესისთვის მხარდაჭერა ძალიან აქტიურად გაეწიათ და 6 კვირის შემდეგ პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია! მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თქვენგანს თქვენი პასუხისმგებლობისთვის და გამბედაობისთვის, რომ გადაგედოთ თქვენი განსხვავებები გვერდით საქართველოს ინტერესებისთვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო დიპლომატიურ გუნდს, რომელიც დაუღალავად მუშაობდა თქვენთან ერთად, ბატონ დანიელსონსაც, მათ შორის, ბატონ კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს, ჩვენ ვაფასებთ თქვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას,“ - განაცხადა შარლ მიშელმა.

გრიგოლ ვაშაძემ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

"საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს, მელიას დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე" - რას ამბობს კახა კალაძე შეთანხმების დოკუმენტზე

"რას ნიშნავს პროცესის ღალატი, მე ვიცი სამშობლოს ღალატი და მეუღლის ღალატი, არც ერთისთვის მიღალატია" - ვაშაძე დარწმუნებულია, რომ თაკო ჩარკვიანიც იქნება პარლამენტში