ავტორი:

"რეალობა არის ის, რომ შეთანხმების გარეშე ნიკა მელიას ვერ ვათავისუფლებდით" - ხათუნა სამნიძე შეთანხმების დოკუმენტის დეტალებზე

"რეალობა არის ის, რომ შეთანხმების გარეშე ნიკა მელიას ვერ ვათავისუფლებდით" - ხათუნა სამნიძე შეთანხმების დოკუმენტის დეტალებზე

შეთანხმების გარეშე, რეალობა არის ის, რომ ნიკა მელიას ვერ ვათავისუფლებდით. ახლა თავდასხმა ვინმეზე, ვინც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, არის არასწორი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერებისგან, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელი პარტნიორების მხრიდან ნიკა მელიას გათავისუფლების სანაცვლოდ გირაო იყო შეთავაზებული იმ მიზნით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მყისიერი გათავისუფლება მომხდარიყო და მას, რაც შეიძლება სწრაფად მოეწერა ხელი შეთანხმების დოკუმენტზე. თუმცა, სამნიძის თქმით, ეს თავად მელიას გადასაწყვეტია და თუ ის გირაოზე უარს აცხადებს, გათავისუფლდება ამნისტიის კანონით, რომელის ინიცირებაც პარლამენტში უნდა მოხდეს.

„გირაო იყო შემოთავაზებული იმიტომ, რომ ეს მყისიერად გაათავისუფლებდა ნიკა მელიას და ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. მათ სურდათ, რომ ხელმოწერა შეეძლოს ნიკა მელიას მალე. ახლაც დოკუმენტი ღიაა, ახლაც ველოდებით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რადგან მათ პირობა დააყენეს, რომ ნიკა მელია უნდა იყოს გარეთ და მყისიერად გამოსვლის შესაძლებლობა იყო ევროპელების მხრიდან გადახდილი გირაო - ისინი თვლიან, რომ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანონ, რომ კრიზისიდან გამოვიდეთ და ამას სთავაზობენ მთელს ოპოზიციას, არა მარტო ნიკა მელიას, მაგრამ აქვე ხაზს უსვამენ, რომ ეს არის პირადი ნება და მისი გადაწყვეტილება, თუ მან არ მიიღო გადახდის შემოთავაზება, რა თქმა უნდა, რჩება ამნისტიის საკითხი, რომელიც არ არის დამოკიდებული იმაზე, იხდიან თუ არა გირაოს. ამნისტიის კანონით ის თავისუფლდება. მუხლებზე შეთანხმებული არ ვართ, ეს არის სერიოზული საკითხი და სამუშაო, ეს არის ოპოზიციის პასუხისმგებლობა, საკმაოდ რთული და მძიმე ნაწილია ამ დოკუმენტში, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რა იყო სასწორზე, რისთვის უნდა მიგვეღწია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიკა მელია გამოვიდეს ციხიდან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ჩაუდგეს სათავეში საკუთარ პარტიას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი ხელმოწერილი იყოს მისი მხრიდან და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ახლა თავდასხმები ვინმეზე, ვინც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, არის არასწორი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისგან, მიუხედავად მათი იმედგაცრუებისა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ამ შეთანხმების გარეშე, რეალობა არის ის, რომ ნიკა მელიას ვერ ვათავისუფლებდით. მესმის, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დაპატიმრებებით და ასეთი უკანონობებით ებრძვის ოპოზიციას, მაგრამ ეს ხომ ფაქტია, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით გამოვიყვანოთ პოლიტპატიმრები თავისუფლებაზე,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ "5 კომიტეტი იმიტომ არის მითითებული, რომ ეს არის შესაძლებლობა, როგორ ხედავენ ჩვენი მედიატორები, ითანამშრომლოს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, ნდობა აღდგეს და შეწყდეს მტრობა, რაც დღეს შეუძლებელია".

სამნიძის შეფასებით, ირაკლი ქადაგიშვილი არ იცნობს მოლაპარაკების დეტალებს და მისი მხრიდან არაკომპეტენტური განცხადება გაკეთდა. მისივე თქმით, დოკუმენტში არანაირ დათქმებზე საუბარი არ ყოფილა. როგორც სამნიძემ განაცხადა, აქ საუბარი არა თავმჯდომარეობაზე, არამედ პასუხისმგებლობის განაწილებასა და თანამშრომლობის დაწყებაზე.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ირაკლი ქადაგიშვილი არ იცნობს მოლაპარაკებების დეტალებს, რაზე იყო საუბარი და მას ვურჩევ, ჰკითხოს შალვა პაპუაშვილსა და არჩილ თალაკვაძეს. არავითარი დათქმები და არითმეტიკა ამ შეთანხმების დროს არ ყოფილა, როგორც წერია შეთანხმებაში, ისე უნდა მოხდეს. ეს არ არის ყველაზე მთავარი ნაწილი ამ შეთანხმების, გაცილებით მნიშვნელოვანი ნაწილებია, მაგრამ ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს არ არის თავმჯდომარეობაზე ლაპარაკი, ეს არის ძალაუფლების ანუ პასუხისმგებლობის განაწილება, რაც არის პირველი ნაბიჯები იმისკენ, რომ ჩვენ თანამშრომლობა შევძლოთ და არა ასე, არითმეტიკით პასუხების გაცემა იმაზე, რაზეც ხელია უკვე მოწერილი. კეთილი ინებოს, ჰკითხოს მომლაპარაკებლებს და გაერკვეს! არავითარი დათქმები, ვინ შევა და ვინ არა, ამ ხელშეკრულებას არ აქვს. 5 კომიტეტი იმიტომ არის მითითებული, რომ ეს არის შესაძლებლობა, როგორ ხედავენ ჩვენი მედიატორები, ითანამშრომლოს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, ნდობა აღდგეს და შეწყდეს მტროლბა, რაც დღეს შეუძლებელია, ეს არის საფუძველი ამ პუნქტის შეთანხმებაში,“- განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ 5 კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დაკავებისთვის ყველა ოპოზიციონერის პარლამენტში შესვლაა საჭირო.

როგორც ქადაგიშვილი განმარტავს, 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა 60 დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზეა გათვალისწინებული.

"შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია" - მთავარი მესიჯები მიშელისა და ღარიბაშვილის ერთობლივი პრესკონფერენციიდან

"მანამ არ აგიდგეთ გვერდები..." - რა მიმართვას უგზავნის ნიკა მელია "ქართულ ოცნებას"?

რაზე ესაუბრა ნიკა მელია თანაგუნდელებს რუსთავის ციხეში - კობა ნაყოფიამ პარტიის თავმჯდომარის პოზიცია გააჟღერა