ავტორი:

"მოვუწოდებ "ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას" - სააკაშვილი

"მოვუწოდებ "ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას" - სააკაშვილი

"მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს, მე მინდა მოვუწოდო "ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი მოაწეროს შეთანხმებას", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

“ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო, ძალიან ბევრ ხარვეზს შეიცავს, ძალიან შორსაა იმისგან, რაც კრიზისს ბოლომდე გადაწყვეტდა, მაგრამ იქ 2 მთავარი რამაა: ჩვენი პარტიის გმირი თავმჯდომარე ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან, ისევე როგორც გიორგი რურუა! ეს უპირობოდ უნდა მოხდეს.

მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს, ისე როგორც მას სურს, მე მინდა მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას, იმიტომ, რომ ამ შეთანხმებაში არის მთავარი მეორე პუნქტი - შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად რეფერენდუმი დაინიშნა „ქართული ოცნების“ ივანიშვილის ხელისუფლებისგან ჩამოშორების თაობაზე“, - აღნიშნავს სააკაშვილი.

"ნიკა მელიას გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი, ახალი ეტაპი" - მიხეილ სააკაშვილი

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა