ავტორი:

შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა - ვისთან გამართავს შეხვედრებს თბილისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა - ვისთან გამართავს შეხვედრებს თბილისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. ის შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა. შარლ მიშელს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დახვდნენ.

შარლ მიშელი დღეს რამდენიმე შეხვედრას გამართავს, რომელთაგან პირველი საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ექნება. ის ასევე პირისპირ შეხვდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.

ამასთანავე, შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში მივა და სწორედ საქართველოს პარლამენტში გამართავს შეხვედრას პარტიებთან.

შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში ხვალ დილით დასრულდება.

"ანა ნაცვლიშვილს ახასიათებს მორალური პედესტალის აგება, შემდეგ მასზე ასვლა და იქიდან საუბარი" - შალვა პაპუაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"კარგი იქნებოდა, ვინც არ მიცნობს, გაგვეცნო ერთმანეთი და შემდეგ გაკეთებულიყო შესაბამისი შეფასებები" - ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი კრიტიკაზე