ავტორი:

"კარგი იქნებოდა, ვინც არ მიცნობს, გაგვეცნო ერთმანეთი და შემდეგ გაკეთებულიყო შესაბამისი შეფასებები" - ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი კრიტიკაზე

"კარგი იქნებოდა, ვინც არ მიცნობს, გაგვეცნო ერთმანეთი და შემდეგ გაკეთებულიყო შესაბამისი შეფასებები" - ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი კრიტიკაზე

ჩემი, როგორც პროფესიული საჯარო მოხელის მაღალი რეპუტაცია და ჩამოყალიბებული კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრატორობა გახდა იმ შეფასებების საფუძველი, რომელიც მიზნად ისახავს ამ რეპუტაციის მიზანმიმართულ დაზიანებას, - ასე ეხმიანება ცესკო-ს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი კალანდაშვილი ჟურნალისტებთან, ოპოზიციის კრიტიკას მის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

კალანდარიშვილი ისურვებს, კარგად გაიცნონ და ამის შემდეგ გააკეთონ შეფასებები. ცესკო-ს რეპუტაციული ზიანის პრობლემასთან დაკავშირებით კი აღნიშნავს, რომ პრობლემის მოგვარების გასაღები მეტი კომუნიკაცია და ინკლუზიურობაა.

„რაც შეეხება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის განცხადებას, რომ ჩემს კანდიდატურას მხარს არ უჭერენ, ვიტყოდი, რომ ალბათ, კარგი იქნებოდა, ვინც არ მიცნობს, გაგვეცნო ერთმანეთი და მხოლოდ ამ გაცნობის შემდეგ გაკეთებულიყო შესაბამისი შეფასებები. ვფიქრობ, რომ ამ შეფასებების შინაარსი გვაძლევს იმ დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, რომ ზუსტად ჩემი, როგორც პროფესიული საჯარო მოხელის მაღალი რეპუტაცია და ჩამოყალიბებული კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრატორობა გახდა იმ შეფასებების საფუძველი, რომელიც მიზნად ისახავს ამ რეპუტაციის მიზანმიმართულ დაზიანებას. ჩემი მიზანია, რომ ჩემი კანდიდატურა მხარდაჭერილი იყოს მრავალპარტიული ხმებით და წარმომადგენლობით. თუმცა, იმ განცხადებების ფონზე, რომელსაც ბოლო დღეებია ვისმენთ, ჩემი ამოცანა და მიზანი მაინც რჩება ის, რომ მე მოვდივარ საქმის საკეთებლად, იმისთვის, რომ ჩემი გამოცდილება და კვალიფიკაცია მოვახმარო საარჩევნო გარემოს და რაც მთავარია, ქვეყნის განვითარებას, თუ მე რა თქმა უნდა, მექნება შესაბამისი მხარდაჭერა საკანონმდებლო ორგანოში. მთავარი გასაღები რეპუტაციული რისკების დაზღვევასთან მიმართებაში, რაც გახლავთ, ჩემი არჩევის შემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და მიზანი, არის მეტი კომუნიკაცია, ინკლუზიურობა, გამჭვირვალობა და ღიაობა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ცესკო-ს თავმჯდომარისა და ორ ე.წ. პროფესიონალი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს.

"თუ ხელისუფლება პარტნიორების შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, ჩათვალეთ, რომ გეზი არის რუსეთისკენ და შემოდგომაზე არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის კეთდება" - ხვიჩია

"აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეების დამტკიცების გამო" - რას წერს ენტონი ბლინკენი

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი