ავტორი:

თბილისის რომელ უბნებს და რა ხნით შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება?

თბილისის რომელ უბნებს და რა ხნით შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება?

სხვადასხვა სამუშაოს გამო, 21 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, პეტრიწის, კვანტალიანის, გოძიაშვილის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჟვანიას ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, აკაკი წერეთლის გამზირის, აგლაძის, კერესელიძის, გოგოლაურის, ხოშარაულის, გვეტაძის, ყიფიანის და გაფრინდაულის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, მარჯანიშვილის, ტეტელაშვილის და კახიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაბიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში ქსელში გადასთვების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლების და კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, დიდი ხეივნის I, II, III ქუჩების, გორგასლის, კრწანისის, დიდი ხეივნის, ნიშნიანიძის, გულუას, გულიას, უსახელოურის, საბატონოს, ორთაჭალის, სადგურის, ბადაგის და წითლანაძის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიშაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ისნის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის მოედნის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, არტურ ლაისტის და აბრამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში ქსელში გადასთვების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, V, VII მიკრორაიონების, კეცხოველის, ომარ ხიზანიშვილის, ბადრი კობახიძის, შეშელიძის, ანგია ბოჭორიშვილის, ვლადიმერ ნანეიშვილის, გრაფ შულენბურგის და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის V, VII მიკრორაიონების, კეცხოველის, ომარ ხიზანიშვილის და ბადრი კობახიძის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

"შანსი გაშვებულია, ჩვენ ჩავდექით ვაქცინების ძალიან გრძელ რიგში, რომელიც არავინ იცის, როდის მოგვიწევს" - რაში ადანაშაულებს ხელისუფლებას ვახტანგ კალოიანი

საქართველოში კორონავირუსის 1 310 შემთხვევა გამოვლინდა -  რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

"როგორ უნდა ჩახვიდე საქართველოში, თუ პოზნერი არ ხარ“ - რას წერენ რუსული გამოცემები საქართველოში დასვენებაზე?