ავტორი:

ჯივიესის ახალი შენაძენი რაჭაში

ჯივიესის ახალი შენაძენი რაჭაში

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიამ (ჯი-ვი-ესი) რაჭაში სრულად აღჭურვილი ღვინის საწარმო „ზედაშე“ და მის ირგვლივ გაშენებული 9 ჰექტარი ვენახი შეიძინა. ვენახები და მეღვინეობა სოფელ სადმელში, სახელგანთქმულ ხვანჭკარას მიკროზონაში მდებარეობს. ვენახში გაშენებულია ყველაზე დაფასებული რაჭული ტრადიციული ვაზის ჯიშები: 30% ალექსანდროული და 70% მუჯურეთული.

ჯივიესი ხვანჭკარას მიკროზონაში ფლობდა და სრულად აკონტროლებდა 9 ჰექტარ ვენახს, რომლის საშუალო ასაკიც 17 წელია. ახალი შენაძენით ჯივიესის ვენახებმა რაჭაში 18 ჰექტარი შეადგინა და, ამგვარად, კომპანია ხვანჭკარას უმსხვილესი მწარმოებელი გახდა. ვენახების შუაგულში მდებარე ქარხანა ჯივიესს საშუალებას აძლევს ტრანსპორტირების გარეშე უზრუველყოს ყურძნის მიღება და გადამუშავება, რაც საბოლოოდ ღვინის მაღალი ხარისხის გარანტია. რთველის პროცესში ადგილზე ხდება ყურძნის მარცვლების გადარჩევა, დაწურვა, ფერმენტაცია და დაღვინება.

ჯივიესი, როგორც მეღვინეობის და მევენახეობის პიონერი, ინოვაციურ მიდგომას რაჭაში უკვე აქტიურად იწყებს: გააშენებს სხვა ადგილობრივ ჯიშებს, როგორიც არის თეთრა დ ძელშავი, შემოიტანს რაჭის მდიდარი ტერუარისთვის ჯერ კიდევ უცნობ ახალ ჯიშებს და მომხმარებელს ახლო მომავალში რაჭულ მშრალ ღვინოებს და ახალ ბლენდებს შესთავაზებს.

ჯივიესი ერთ-ერთი უმსხვილესი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფია საქართველოში, რომელიც თავის რეპუტაციას ხარისხსა და კეთილსინდისიერებაზე აგებს. ჯივიესი მდებარეობს კახეთში, ქალაქ თელავში. კომპანიის იმიჯს 45 წლიანი გამოცდილება, საერთაშორისო ბაზრებზე წარმომადგენლობა და მრავალი ჯილდო ამყარებს.

კომპანია ჯივიესმა ევროპული სტანდარტებით პირველმა ჩამოასხა ბოთლში ღვინო დამოუკიდებელ საქართველოში და ექსპორტზე გაიტანა. მას შემდეგ კომპანია ინარჩუნებს ქართული ღვინის და კულტურის საპატიო ელჩის სტატუსს მთელ მსოფლიოში.

ჯივიესი Marussia Beverages- ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ღვინის და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო მწარმოებელი და დისტრიბუტორია, მისი სათაო ოფისიც შვეიცარიაში მდებარეობს. 2012 წლიდან დღემდე ჯგუფმა 20 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში მისი მევენახეობასა და მეღვინეობის განვითარების მიმართულებით.

ჯივიესის მფლობელობასა და მმართველობაშია სრულად აღჭურვილი ღვინის საწარმო და 400 ჰექტარი ვენახი, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა მიკროზონაშია გაშენებული. კომპანიას მრავალფეროვანი პორთფელი აქვს, მომხმარებლისთვის მათგან ყველაზე ცნობილია ისტორიული ბრენდები: „თამადა“ და „ძველი თბილისი“ და ბოლო პერიოდში შექმნილი ექსპერიმენტული ბრენდი „ვისმინო“. 2022 წლიდან, ჯივიესი საქართცელოში ბიო ორგანული ღვინოების უმსხვილესი მწარმოებელი გახდება. „ჩვენ გვჯერა, რომ მევენახეობასა და მეღვინეობას ინოვაციები და უწყვეტი განვითარება სჭირდება. ჩვენი ახალი შენაძენი რაჭაში სწორედ ჩვენი ჯგუფის ამგვარი ხედვის დემონსტრაციაა“ - აცხადებს ჯივიესის აღმასრულებელი დირექტორი და მეღვინე ფილიპ ლესპი.

R

ვინ არიან ვლოგერები, რომლებიც ყველაფრის საკუთარი ხელით გაკეთებას გასწავლიან

Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

რა როლი ეკისრებათ მთავრობებს თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში?