ავტორი:

"ერთი ჩვეულებრივი მსუქანი ლოთია... ტიპი ზის შოკოლადში, განცხრომაში ცხოვრობს კიევში" - რატომ აკრიტიკებს გიორგი სიგუა მიხეილ სააკაშვილს

"ერთი ჩვეულებრივი მსუქანი ლოთია... ტიპი ზის შოკოლადში, განცხრომაში ცხოვრობს კიევში" - რატომ აკრიტიკებს გიორგი სიგუა მიხეილ სააკაშვილს

გიორგი სიგუა, რომლის სახელიც საქართველოში სხვადასხვა ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის მოწყობასთანაა დაკავშირებული, ამჟამად კოლუმბიაში იმყოფება, სადაც მაისში, კარტახენაში, GEM FEST-ის გამართვას გეგმავს.

სიგუა "ფეისბუქის" გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც სხვადასხვა საკითხებთან ერთად საუბრობს საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებაც.

"რატომ არ ჩამოვიდა სააკაშვილი?! უკრაინის პასპორტი რომ ჩაიდო ჯიბეში და რომ ვეკითხები, სახლში როდის მივდივართ-მეთქი და სახლში ვარო კაცო მეო, უკრაინელი ვარო, ახლაც დადის და იძახის, უკრაინელი ვარო...ან რისი ჩამომსვლელია ეგ, ან რისი გამკეთებელია?! თქვენ მართლა სააკაშვილი ის სააკაშვილი ხომ არ გგონიათ, დასაკარგი რომ არ ჰქონდა არაფერი და მართლა რომ შევარდა პარლამენტში და რევოლუცია მოაწყო?!

იმას ხომ არ ადარებთ ამ დღევანდელ სააკაშვილს?!

ის იყო ახალგაზრდა, ქარიზმატული ლიდერი, რომელსაც ჰქონდა ძალა, რომელსაც ჰქონდა ენერგია და რომელსაც რაც მთავარია, დასაკარგი არაფერი არ ჰქონდა.

ახლა, დღეს არის ერთი 55 წლის ლოთი, ჩვეულებრივი ლოთი, დიახ, ბატონო, მიხეილ სააკაშვილი არის ლოთი, ძალიან მწყდება გული ამას რომ ვამბობ, მაგრამ უნდა იცოდეთ. დღეს ის არის ერთი ჩვეულებრივი პენსიონერი, ერთი ჩვეულებრივი მსუქანი ლოთია, მეტი არაფერი. რისი ჩამომსვლელია, რისი რევოლუციის მომწყობია,?!ტიპი ზის შოკოლადში, განცხრომაში ცხოვრობს კიევში.

ერთადერთი კაცი, ვისაც შეუძლია საქართველოში ადამიანების კონსოლიდაცია, თავმოყრა, წინ წაძღოლა და ლიდერობა, ეს არის ნიკა მელია", - ამბობს გიორგი სიგუა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"ისეთი რეფორმა იქნება, რომ ჟვანია კი არა, გებელსი რომ დანიშნო ცესკოს-ს თავმჯდომარედ, ისიც ვერ აურევს ვერაფერს" - ელისაშვილი

ლევან იოსელიანის თქმით, როგორც კი დათბება პარლამენტში სკუტერით ივლის - "ხშირად მეტროთი დავდივარ"