ავტორი:

"პირდაპირ ხომ არ ჩავწეროთ კოდექსში რომ პოლიტიკოს კაცებს სექსუალური ძალადობისთვის არ აკავებდნენ?" - რას წერს ბაია პატარია გოგი წულაიას შესახებ ოპოზიციური პარტიების განცხადებაზე

"პირდაპირ ხომ არ ჩავწეროთ კოდექსში რომ პოლიტიკოს კაცებს სექსუალური ძალადობისთვის არ აკავებდნენ?" - რას წერს ბაია პატარია გოგი წულაიას შესახებ ოპოზიციური პარტიების განცხადებაზე

უფლებადამცველი ბაია პატარაია ოპოზიციური პარტიები იმ ერთობლივ განცხადებას ეხმიანება, რომლითაც პოლიტიკოსები ძალადობის ბრალდებით დაკავებული გოგი წულაიას მიმართ "პოლიტიკური ანგარიშსწორების“ შეწყვეტას ითხოვენ.

"საშინელი განცხადებაა! ძალიან დასანანია, რომ ამდენი ეშლებათ პოლიტიკურ პარტიებს. წულაიას ბრალზე უტყუარი მტკიცებულებები არსებობს, მათ შორის, აღიარების დამადასტურებელი ჩანაწერი. ასევე, ტყუილია, რომ არასდროს არ აკავებენ ამ მუხლით ადამიანებს, ცხადია, აკავებენ. თუ ვცდები, დამიმტკიცონ სტატისტიკით, რომ წუალაია ერთადერთი დაკავებულია.

შერჩევითი სამართალი ის კი არ არის წულაია რომ დააპატიმრეს, არამედ ის, რომ ჯიშკარიანი არ დააპატიმრეს. წულაიას მიუდგნენ არა დამსჯელობითად (როგორც ამას გვასაღებენ პარტიები), არამედ სტანდარტულად. ილია ჯიშკარიანს კი ქოცური პრივილეგია მიანიჭეს.

ახლა რა გამოდის? პარტიები ითხოვენ, რომ წულაიასთვისაც პრივილეგია უნდა მიენიჭებინა პროკურატურას? დაუჯერებელია, რომ პარტიები ირიბად ითხოვენ მოძალადის შეწყნარებას მართლმსაჯულების მხრიდან, იმის ნაცვლად, რომ ითხოვდნენ ყველა მოძალადის დასჯას.

ეს განცხადება არის მიზოგინური და დისკრიმინაციული ქალი მსხვერპლების მიმართ და საშინელებაა, რომ ამ პარტიებში ხმა არავინ ამოიღო ამ განცხადების წინააღმდეგ; პრეტენზიები კი აქვთ ქალთა უფლებების დაცვაზე.ძალიან იმედგაცრუებული ვარ.პოლიტიკურ პოლარიზიაციას ყველაფერი არ უნდა გადააყოლო!

პ.ს. პირდაპირ ხომ არ ჩავწეროთ კოდექსში რომ პოლიტიკოს კაცებს სექსუალური ძალადობისთვის არ აკავებდნენ" - წერს ბაია პატარაია.

ამავე თემაზე: ოპოზიციური პარტიები გოგი წულაიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და "პოლიტიკური ანგარიშსწორების“ შეწყვეტას ითხოვენ

Volvo Cars-მა კიდევ ერთი ამბიციური კლიმატური გეგმა წარადგინა

საქართველოში კორონავირუსის 1 271 შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

თბილისის დიდ ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - რომელ ქუჩებზე დროის რა მონაკვეთში გაითიშება შუქი