ავტორი:

"ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრობაც მინდა, განათლების კომიტეტის წევრობასთან ერთად" - ვახო მეგრელიშვილი

"ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრობაც მინდა, განათლების კომიტეტის წევრობასთან ერთად" - ვახო მეგრელიშვილი

"ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა, რომ იაგო ხვიჩიას დაეკავებინა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია, ასევე, სანდრო რაქვიაშვილს - საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია", - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახო მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, თავად სიამოვნებით დაიკავებდა განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, თუმცა, ამის შესაძლებლობას შეთანხმება არ იძლევა, ამიტომ, განათლების კომიტეტისა და ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების წევრობა სურს.

"კიდე ერთი კომიტეტი შევარჩიე - ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრობაც მინდა, განათლების კომიტეტის წევრობასთან ერთად. დიდი სურვილი მექნებოდა განათლების კომიტეტის თავმჯდომარე რომ ვყოფილიყავი, უბრალოდ, ეს შეთანხმება არ იძლევა ამის საშუალებას და თეორიულად გამორიცხულია.

ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა, რომ იაგო ხვიჩიას დაეკავებინა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია, ასევე, დიდი სურვილი მექნებოდა, რომ სანდრო რაქვიაშვილს დაეკავებინა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია, უბრალოდ, წარმოდგენა არ მაქვს, ამას უნდა მთელი პარლამენტის მხარდაჭერა თუ არა, უბრალოდ თუ სურვილს მეკითხებით, მე ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა ამის.

სამწუხაროდ, ისეთი კომიტეტი, რომელიც მე მაინტერესებს, იმ კომიტეტებში, რასაც შეთანხმება ითვალისწინებს, არ შედის, აქედან გამომდინარე, არ მინდა მისი თავმჯდომარეობა, თორემ განათლების კომიტეტი რომ იქ შედიოდეს, დიდი სიამოვნებით," - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობილია, რა წერია ოპოზიციის "ამნისტიის პროექტში"

"გიორგი ვაშაძეს რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, იმას გავუგზავნი - არ არის პრობლემა" - არჩილ თალაკვაძე

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"