ავტორი:

"თამარ ჟვანიას პოსტზე დარჩენა არაადეკვატური იქნება, მაგრამ გადადგომა არ ყოფილა შეთანხმების ნაწილი" - ვახტანგ მეგრელიშვილი

"თამარ ჟვანიას პოსტზე დარჩენა არაადეკვატური იქნება, მაგრამ გადადგომა არ ყოფილა შეთანხმების ნაწილი" - ვახტანგ მეგრელიშვილი

"თამარ ჟვანიას პოსტზე დარჩენა არაადეკვატური იქნება, მაგრამ გადადგომა არ ყოფილა შეთანხმების ნაწილი - ვერ მოთხოვს ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ამის აუცილებლად გაკეთებას,- ამის შესახებ „გირჩის" ერთ- ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან საარჩევნო რეფორმის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ რეფორმის მთავარ პრინციპებზე ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდება, შესაძლოა, ისიც გასაგები გახდეს, რომ „ახალი წესების ადმინისტრირება უფრო მეტი სანდოობის მქონე ადამიანს უნდა ჩაბარდეს".

"სუფთა ადამიანურად არჩევნების მიმართ ნდობას განაპირობებს არა მხოლოდ წესები, არამედ ადამიანები. იმ პერიპეტიების შემდეგ, რომელიც წინა წელს გადახდა ცესკო- ს დღევანდელ თავმჯდომარეს, მე ვფიქრობ, მისი პოსტზე დარჩენა იქნება არაადეკვატური, მითუმეტეს ამ ცვლილებების განხორციელების ფონზე, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს არ ყოფილა შეთანხმების ნაწილი, ვერ მოთხოვს ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ამის აუცილებლად გაკეთებას.

ვფიქრობ, თვითონ პროცესი გვაჩვენებს, თუ წესრიგზე შეთანხმებული ვართ და იმ ცვლილებების მთავარ პრინციპებზე, რაც უნდა განხორციელდეს, შეთანხმებული ვართ და გაწერაზე მიდის მსჯელობა, მე ვფიქრობ, თუ ეს პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა, დადგება მომენტი, როცა გახდება გასაგები, რომ ამ ახალი წესების ადმინისტრირება უფრო მეტი სანდოობის მქონე ადამიანს უნდა ჩაბარდეს,"- განაცხადა მეგრელიშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"არა უშავს, თქვენ კი არა, მეც ძლივს ვამბობ ხოლმე მამაჩემის სახელსო" - რას ყვება ედუარდ შევრდნაძისა და ჰეიდარ ალიევის ურთიერთობაზე იმირ მამედლი?

"რა დილა თენდება, 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს - ესტაფეტა გადაცემულია..." - რა საქმეზე ედავებიან გიგი უგულავას