ავტორი:

"მე წირვას ვატარებ, გამომძიებელი არ ვარ... როცა ვინმე ამბობს, რომ სისხლისღვრა იქნება, ეს გამოსაძიებელია" - მეუფე სტეფანე

"მე წირვას ვატარებ, გამომძიებელი არ ვარ... როცა ვინმე ამბობს, რომ სისხლისღვრა იქნება, ეს გამოსაძიებელია" - მეუფე სტეფანე

მე წირვას ვატარებ, არ ვარ გამომძიებელი, როდესაც ამბობენ, რომ სისხლისღვრა იქნება, ეს სამართალდამცავი ორგანოების გამოსაძიებელია, თავისთავად მათ მივმართავ“,- ამის შესახებ მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ჟურნალისტებს ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის ტაძარში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განუცხადა.

როგორც მიტროპოლიტი აღნიშნავს, ვინც ამბობს, რომ ეპარქიაში დაპირისპირება იქნება, პასუხისმგებლობაც მან უნდა აიღოს.

"ვინც ამბობს, რომ მოხდება დაპირისპირება და სისხლისღვრა, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საიდან ამბობს ამას. ამის თქმით, ან თვითონ ამზადებს ტერაქტს, ან კიდევ მან იცის, რომ ტერაქტი მზადდება. სამართალდამცავება უნდა ჰკითხონ, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია.

მე წირვას ვატარებ, არ ვარ გამომძიებელი, როდესაც ვინმე ამბობს, რომ სისხლისღვრა იქნება და დაპირისპირება, ეს სამართალდამცავი ორგანოების გამოსაძიებელია. თავისთავად მივმართავ მათ. მე არ მივდივარ იმ გზით, რომ ვინმეს დავუპირისპირდე, შემეძლო ახლა კანონიკურად უფრო მძიმე ფორმებით მოვქცეოდი ზოგ ადამიანს, მაგრამ ეს არ გავაკეთე“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

შეგახსენებთ, 22 აპრილს, ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის ტაძარში სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მამა ათინოგენეს განცხადებით, მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ ერთ-ერთი ერის კაცი ამბიონიდან „ლოცვის დროს ადამიანებს ჭკუას ასწავლის“.

21 აპრილს კი სასულიერო პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ტაძარში მივიდა, თუმცა კარი დაკეტილი დახვდა და არ შეუშვეს. ტაძრის ყოფილი წინამძღოლის, მამა დანიელის განცხადებით, მეუფე სტეფანემ პასუხი უნდა გასცეს, რატომ გადააყენა წინამძღოლობიდან და ასევე დაამტკიცოს ის, რის გამოც მეუფე პეტრეს „ცილს სწამებს“.

"დამემართა კოვიდი, მიუხედავად იმისა, რომ "ფაიზერით" ორჯერ ვიყავი აცრილი..." - რას წერს გია ნოდია

"თურმე, ვინმე ელჩი რამეს იტყვის, ის არის ერთადერთი ჭეშმარიტება და ღმერთი, რასაც ამბობს, ის არაფერია" - მეუფე სტეფანე

"აცრებზე რეგისტრაცია მიდის, მაგრამ საიტის სხვა ფუნქციები ჯერ ისევ გასწორების პროცესშია" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე