ავტორი:

"ოცნებამ" ერთ-ერთი მომლაპარაკებელი დასაჯა... რაღაცნაირად, ბიძინასგან დასჯას ჰგავს" - როგორ ეხმაურებიან თალაკვაძის გადადგომას ოპოზიციაში?

"ოცნებამ" ერთ-ერთი მომლაპარაკებელი დასაჯა... რაღაცნაირად, ბიძინასგან დასჯას ჰგავს" - როგორ ეხმაურებიან თალაკვაძის გადადგომას ოპოზიციაში?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. თალაკვაძე თვლის, რომ მისი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე.

"ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, ჩემი ადგილი დარბაზშია კოლეგების გვერდით და არა სპიკერის როლში. ჩემთვის დიდი პატივი იყო მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტებში პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობა. მადლობას ვუხდი გუნდს და ჩვენს თანმოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მოთმინებისა და გვერდით დგომისთვის. ერთად განვაგრძობთ მუშაობას და ბრძოლას მომავალი წარმატებისთვის და ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ ახალ გამარჯვებებს და უზრუნველვყოფთ ქვეყანაში პროგრესს“,- განაცახდა თალაკვაძემ. მის ნაცვლად პარლამენტს "ქართული ოცნება" კახა კუჭავას კანდიდატურას წარუდგენს.

საკანონმდებლო ორგანოში განხორციელებულ როტაციას უკვე ეხმაურებიან ოპოზიციაში:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე: "თალაკვაძის გადადგომა ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" მოლაპარაკებებში თავს დამარცხებულად თვლის და ერთ-ერთი მომლაპარაკებელი დასაჯა ამისთვის. ეს არის პასუხი იმ ოპოზიციის მხარდამჭერებისთვის, რომელსაც გულით უნდა, რომ ეს შეთანხმება საკუთარ მარცხად გააფორმოს. "ქართული ოცნება" ფიქრობს, რომ დამარცხდა ამ მოლაპარაკებებში, მას მოუწია ბევრ დათმობაზე წასვლა და ეს კარგია ჩვენი ქვეყნისთვუს" - აღნიშნა ვაშაძემ "ტვ პირველთან" საუბრისას:

სალომე სამადაშვილი: ქართული ოცნება აგრძელებს რღვევას. ოპოზიცია სწრაფად უნდა გაერთიანდეს. შეთანხმების ბოლომდე შესრულება მოუწევთ, ადგილობრივზე 42-ს კი არა, 22-ს ვერ აიღებენ, ვადამდელი გარანტირებული იქნება. ჩვენს მხარეს გადმოვიდა ყველაფერი-დასავლეთის აზრიც, შიდა პოლიტიკური ვითარებაც. იმედია, ჭკუა ეყოფა ოპოზიციას და ერთმანეთის დაჭმას არ გადააყოლებს უტყუარ გამარჯვებას.

"გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე: "ვაშაძემ ჰალსტუხი აახია და კუჭავამ თანამდებობა".

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი: სასწაულები გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარედ საყდრისის ამფეთქებელი და ოქროს მოპოვების დარგში ოლიგარქის ყველაზე აღვირახსნილი მენეჯერი კუჭავა. გიხაროდეს ერო, ბედნიერო"

სერგი კაპანაძე: რაღაცნაირად, ბიძინასგან დასჯას ჰგავს... არ მოეწონა ეტყობა შეთანხმებაა, ან მოლაპარაკებებში არჩილის როლი და პაწა დასაჯა. . .სხვა ახსნას ამ როქს მე ვერ ვუძებნი.ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში და მე გადავდგებიო - ამაზე უბრალოდ no comment

"მთელი საარჩევნო გაყალბების სქემა პირადად მასთან იყო შეთანხმებული" - შალვა ნათელაშვილი კელი დეგნანზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

ცნობილია, რა წერია ოპოზიციის "ამნისტიის პროექტში"