ავტორი:

სოფელ ზოვრეთში მოზარდი ჩანჩქერიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა - რა ინფორმაციას ავრცელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სოფელ ზოვრეთში მოზარდი ჩანჩქერიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა - რა ინფორმაციას ავრცელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში მაშველებმა მოზარდი გადაარჩინეს. ინფორმაციას ამის სესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში, სამწვერას ჩანჩქერზე წყალში იმყოფებოდა არასრულწლოვანი და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

მოზარდი ჩანჩერიდან გადახტა და დამრეცი ნაპირის გამო, უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა დამოუკიდებლად ვეღარ მოახერხა.ადგილზე დასახმარებლად უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი წყლიდან თოკების საშუალებით ნაპირზე უვნებლად ამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ზესტაფონის სამმართველოს სამაშველო ჯგუფი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზუგდიდში უცნობი ნარკოტიკით 8 ახალგაზრდა მოიწამლა - "2 მათგანი მართვით სუნთქვაზეა"

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა - მამაკაცს სავარაუდოდ, ამწემ გადაუარა

გორში გაუჩინარებული 14 წლის გოგნა, რომელსაც ოჯახი 2 დღე ეძებდა, იპოვეს