ავტორი:

"რა საქციელია, რა მანერებია, რა ზრდილობაა, რა ქრისტიანობაა" - მეუფე ნიკოლოზის თქმით, რაც ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება არის სირცხვილი

"რა საქციელია, რა მანერებია, რა ზრდილობაა, რა ქრისტიანობაა" - მეუფე ნიკოლოზის თქმით, რაც ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება არის სირცხვილი

"რაც ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება დღეს, ეს არის სირცხვილი", - ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა სალხინოს ტაძარში მომხდარის კომენტირებისას, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამარცხვინოა, როგორც იქცევიან ადამიანები, ვინც თავიანთ თავს მორწმუნეებს უწოდებენ.

როგორც მეუფე აღნიშნავს, მრისხანება ადამიანს აზიანებს, თუმცა, შემდეგ "სინანულში მოჰყავს".

"დღევანდელ დღეს უფალი დიდებით შევიდა იერუსალიმში და სხვათაშორის, ბევრ ადამიანს არ მოსწონდა და ეუბნეოდნენ, რას შვები, როგორც ღმერთს ისე მოგმართავენო და იესომ უპასუხა, ესენი რომ გაჩუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადსო. რაც ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება დღეს, ეს არის სირცხვილი, სამარცხვინო საქციელია, როგორ იქცევიან ადამიანები, ვინც თავიანთ თავს მორწმუნეებს უწოდებენ. ეს რა საქციელია, რა მანერებია, რა ზრდილობაა, რა ქრისტიანობაა, მე არ ვიცი. ვინ სად წაიკითხა წიგნში ასეთი რამე. მე მინდა დაგარწმუნოთ ყველანი, რომ აუცილებლად დალაგდება ყველაფერი, მოწესრიგდება", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, მარტვილში, ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვის დაწყებამდე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. სასულიერო პირების ნაწილმა, რომელიც ჭყონდიდელ მიტროპოლიტ, მეუფე სტეფანეს არ ემორჩილება, ტაძარში ადგილობრივი ბიზნესმენის კლიმენტი კეკუტიას გამოჩენა გააპროტესტეს, შემდეგ კი მეუფე სტეფანეს ტაძრის შესასვლელთან დახვდნენ. მეუფე სტეფანე ტაძარში პოლიციის დახმარებით შევიდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

"როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა - ქვეყანა ვერ ჩაიკეტება" - პაატა იმნაძე

"ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით"- რას ამბობს ამირან გამყრელიძე ინდურ შტამთან დაკავშირებით?

მასობრივი კომუნიკაცია - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი სადოქტორო პროგრამა