ავტორი:

"ფაიზერით" ნამდვილად არ ავიცრები" - კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელი ვაქცინით აიცრება ამირან გამყრელიძე

"ფაიზერით" ნამდვილად არ ავიცრები" - კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელი ვაქცინით აიცრება ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მას მაისის დასაწყისში უწევს აცრა და აპირებს აიცრას ან "ასტრაზენეკას", ან "სინოფარმის" ვაქცინით. ამის შესახებ გამყრელიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"ამ ეტაპზე რვა ვაქცინაა ადმინისტრირებადი პრაქტიკაში. აქედან ყველაზე მეტი ადმინისტრირებულია "ფაიზერი“და "მოდერნა". ცოტა გამოიყენეს ამერიკელებმა "ჯონსონ & ჯონსონი", რომელიც შეაჩერეს ახლა. "ასტრაზენეკა" და "ჯონსონი" ერთ პრინციპზეა დამყარებული - ე.წ. ვექტორის გამოყენება ადენოვირუსის, რომელსაც კორონავირუსის რეკომბინანტი შეჰყავს ორგანიზმში და ის იმუშავებს იმუნიტეტს.

ამ პრინციპზეა რუსული "სპუტნიკიც“ - ადენოვირუსზეა დამყარებული. ჩინელებს ხუთი ვაქცინა აქვთ ახლა, მათ შორის ერთი "ფაიზერის“ ტიპის, რომელიც სხვაგან არ გადის, მარტო ჩინეთშია ჯერჯერობით.

შესაძლებელია ავიცრა ჩინური ვაქცინით, მე მიწევს სადღაც მაისის დასაწყისში აცრა. ყოველ შემთხვევაში, "ფაიზერით" ნამდვილად არ ავიცრი. ავიცრები ან "ასტრაზენეკათი", ან ჩინური ვაქცინით“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ეკატერინე ტიკარაძე "კომენდანტის საათის" მოხსნის სანაცვლოდ გარკვეულ პირობას აყენებს

"მხოლოდ ბორბლებზე მანქანის შეძენა არ არის პრობლემის გადაჭრა..." - რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე რეანიმობილების შესყიდვის საჭიროებაზე

ბათუმის ბულვარში საკურა აყვავდა - ულამაზესი ფოტოები ზღვისპირა ქალაქიდან