ავტორი:

არაოფიციალური ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძე მმართველმა პარტიამ შესაძლოა თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინოს

არაოფიციალური ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძე მმართველმა პარტიამ შესაძლოა თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინოს

ორი დღის წინ, სრულიად მოულოდნელად, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. როგორც მან აღნიშნა, მისი ადგილი პარლამენტის დარბაზში, კოლეგების გვერდით არის.

"მივიჩნევ, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან წარუძღვება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება გავაკეთოთ როტაცია. ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით, და არა სპიკერის პოზიციაზე", - განაცხადა თალაკვაძემ. უკვე გადაწყვეტილია ისიც, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს ორგზის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა დაიკავებს.

ორი დღის განმავლობაში მიდის მსჯელობა იმაზე, თუ რატომ გადადგა რეალურად თალაკვაძე. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მისი გადადგომა შიდა კლანურ დაპირისპირებას უკავშირდება, უმრავლესობაში აღნიშნულს უარყოფენ და ამბობენ, რომ არჩილ თალაკვაძე კვლავ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად რჩება.

არაოფიციალური ინფორმაციით, "ოცნება" აპირებს მერობის კანდიდატად თბილისელებს სწორედ თალაკვაძე შესთავაზოს და სწორედ ამას ემსახურებოდა მისი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან დარბაზში გადაჯდომა.

AMBEBI.GE-ს წყარო უყვება, რომ თბილისის ამჟამინდელი მერი, კახი კალძე აღარ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მეტიც, ის საერთოდ მიდის პოლიტიკიდან. წყაროს ინფორმციითვე, მერობაზე კენჭის ყრას, დიდი ალბათობით, აპირებს ექსპრემიერი გიორგი გახარიაც.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მისი მხრიდან ეს ფერისცვალება უხერხულია... მიჩნდება ეჭვი, რომ ახალი დავალება მიიღო" - როგორ ეხმაურებიან მელიას მიმართვას უმრავლესობასა და ოპოზიციაში?

"ბოლო დროს ჩვენს "ფეისბუქზე"  "ოცნებისა" და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის "ფეიქ ექაუნთების" მობილიზება შეინიშნება" - გიორგი ვაშაძე