ავტორი:

"დეპუტატები უნდა დავიჭიროთ და კანონში ცვლილებებზე ველაპარაკოთ" - "გირჩი" პარლამენტში სტუდიის მოწყობას გეგმავს, საიდანაც "ლაივები" ექნებათ

"დეპუტატები უნდა დავიჭიროთ და კანონში ცვლილებებზე ველაპარაკოთ" - "გირჩი" პარლამენტში სტუდიის მოწყობას გეგმავს, საიდანაც "ლაივები" ექნებათ

"გირჩის” ლიდერებს პარლამენტში საკუთარ კაბინეტებში მუშაობა ჯერჯერობით არ დაუწყიათ, რადგან ამბობენ, რომ ოთახები „გირჩულად” უნდა მოაწყონ.

როგორც „გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, მოაწყობენ სტუდიას, საიდანაც პირდაპირი ჩართვები ექნებათ, ასევე „დაიჭირენ“ დეპუტატებს და კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე ესაუბრებენ.

"ერთ-ერთ ოთახში უნდა იყოს სტუდია, საიდანაც ჩავერთვებით ხოლმე და ვილაპარაკებთ „ლაივში”, გადაცემებში და ა.შ. წარმოგიდგენიათ, რომ კაბინეტებში ვისხდეთ და სერიოზული სახით რაღაცებზე ვილაპარაკოთ? ასე არ მოხდება. სტუდია გვექნება. უნდა დავლაგდეთ, როგორი იქნება ეს სტუდია და სად გავაკეთებთ. დეპუტატები უნდა დავიჭიროთ და კანონში ცვლილებებზე ველაპარაკოთ.

ჩვენს ამომრჩევლებს აინტერესებს საპარლამენტო ცხოვრება და როგორაა ეს ყველაფერი აწყობილი. ეს ხომ პრივილეგიაა, რომ აქ ვიდგე და რატომ არ შეიძლება ამომრჩევლებს ეს პრივილეგია გავუნაწილოთ”,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ჯერ არ უნდოდა იქ შესვლა, ახლა არ გამოდის...დედამიწა მის გარშემო არ ტრიალებს" - შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე

"ყველა შენ გეტრფის ჩემო თბილისო, ქვეყანას შენი ნახვა სწყურია" - ასეთი თბილისი უნდა იყოს" - რატომ გადაწყვიტა მერობის არჩევნებში მონაწილეობა რამიშვილმა?