ავტორი:

"ჯერ არ უნდოდა იქ შესვლა, ახლა არ გამოდის...დედამიწა მის გარშემო არ ტრიალებს" - შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე

"ჯერ არ უნდოდა იქ შესვლა, ახლა არ გამოდის...დედამიწა მის გარშემო არ ტრიალებს" - შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე

"ყველანაირი გზა შევთავაზეთ, რომ ნიკა მელიამ დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება, ის არ ტოვებს. ჯერ არ უნდოდა იქ შესვლა, ახლა არ გამოდის", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას გარშემო "დედამიწა არ ტრიალებს".

"დღეს უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" ამ თვეების განმავლობაში ხელს უშლიდნენ ნებისმიერ შეთანხმებას. დღეს უკვე პირდაპირ ვხედავთ, რომ მიუხედავად შეთანხმების მიღწევისა, როგორ ცდილობენ ჩაშალონ შეთანხმების აღსრულება. ყველანაირი გზა შევთავაზეთ, რომ ნიკა მელიამ დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება და ის არ ტოვებს. ჯერ არ უნდოდა იქ შესვლა, ახლა არ გამოდის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ერთადერთი ახსნა აქვს, რომ ყველანაირი მიზეზის გამოყენება უნდათ დესტრუქციისა და არეულობისთვის.

ამ ამნისტიის მიზანი არ არის ნიკა მელიას გამოყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ეს არ არის მიზანი. ეს არის ნაწილი იმ შეთანხმებისა, რომელსაც ჰქვია წინსვლის გზა საქართველოსთვის. მთავარი აზრი არის ის, რომ პარტიები ქიშპობიდან გადავიდნენ თანამშრომლობაზე, არა ნიკა მელიას გამოყვანა ციხიდან, არამედ 20 ივნისთან დაკავშირებით სხვადასხვა შეფასების გვერდზე გადადება და წინ გახედვა. ასე რომ, ნიკა მელიას გარშემო დედამიწა არ ტრიალებს, მათ შორის არც ამ შეთანხმებაში", - განაცხადა პაპუაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"იმ ფონზე, რაც დღეს ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ხდება, სალომე ზურაბიშვილი გამოიყურება "ოდნავ ზემოთ" - გია ხუხაშვილი

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"