ავტორი:

"ეს არის არასამართლიანი და ისტორიის საწინააღმდეგო სიტყვები" - როგორ აფასებს ერდოღანი სომეხთა გენოციდის ჯო ბაიდენისგან აღიარებას

"ეს არის არასამართლიანი და ისტორიის საწინააღმდეგო სიტყვები" - როგორ აფასებს ერდოღანი სომეხთა გენოციდის ჯო ბაიდენისგან აღიარებას

თურქეთი არამართლზომიერს უწოდებს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელიც "სომხების გენოციდს“ უკავშირდებოდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულებისას განაცხადა, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.

"ამერიკის პრეზიდენტმა ბაიდენმა გააკეთა განცხადება. ეს არის არამართლზომიერი, არასამართლიანი და ისტორიის საწინააღმდეგო სიტყვები. ამ სიტყვებს არავითარი ისტორიული და იურიდიული საფუძველი არ გააჩნია", - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, სომხური და ანტითურქული წრეების რადიკალურმა ინიციატივებმა იქამდე მიგვიყვანა, რომ ამერიკის ლიდერმა გენოციდი აღიარა.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის შეთავაზება, „შეიქმნას ერთობლივი კომისია ისტორიკოსი მეცნიერებისგან ასწლოვანი წარსულის შესახებ ჯერ კიდევ ძალაშია, მაგრამ ამ ინიციატივაზე პასუხი არ არის.

"ჩვენ მზად ვართ გავხსნათ არქივები. ჩვენ გვაქვს 1915 წლის დოკუმენტები, მობრძანდით, შეისწავლეთ. ამერიკა კი გახსნის დოკუმენტებს თავის ისტორიაზე?“ - განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება სომეხთა მასობრივი მკვლელობის ხსოვნის დღეს გააკეთა.

"მათში გარშემო მყოფთა მიმართ ზიზღი და ბრაზია, რომელიც დოპინგივით მოქმედებს" - ჟირინოვსკი ბელგიასთან რუსეთის ნაკრების დამარცხების მიზეზებზე

"ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი წმინდა ვალდებულებაა. მინდა მთელმა ევროპამ იცოდეს, რომ აშშ თქვენთანაა" - ჯო ბაიდენი

ისრაელს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს - ნათანიაჰუ 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ნაფტალი ბენეტიმ შეცვალა