ავტორი:

"ბავშვიც ამ პანდემიის პერიოდის ნაყოფია... " - რას ჰყვება სოფო შევარდნაძე შვილის შეძენასა და წიგნზე, რომელიც პანდემიის დროს დაწერა?

"ბავშვიც ამ პანდემიის პერიოდის ნაყოფია... " - რას ჰყვება სოფო შევარდნაძე შვილის შეძენასა და წიგნზე, რომელიც პანდემიის დროს დაწერა?

სოფო შევარდნაძე "პირველ არხზე", გადაცემა "ახალ დღეში" გიორგი კეკელიძის რუბრიკას სტუმრობდა, თავისი წიგნის - "მომავალი უკვე დღესაა" განსახილველად. ინტერვიუდან ირკვევა, რომ სოფო შევარდნაძე საქართველოში ცხოვრობს. მან გაიხსენა პერიოდი, როდესაც პანდემიის დასაწყისში ჩამოვიდა თბილისში და წიგნის წერა დაიწყო. ის ამ პერიოდს ყველაზე ნაყოფიერად მიიჩნევს და არა მხოლოდ წიგნს, არამედ შვილსაც პანდემიის ნაყოფს უწოდებს.

"როცა ჩამოვედი, წინა წლის მარტის ბოლოს, არ მეგონა, თუ ამდენ ხანს დავრჩებოდი. ჩემი ჩემოდანი იყო ძალიან პატარა და მხოლოდ ზამთრის ტანსაცმელი მქონდა, რადგან მარტში თბილისში ძალიან ციოდა. ასე შემოვრჩი თბილისს, მერე გადმოვედი ჩემს მშობლებთან და დავიწყე წიგნის წერა, იმიტომ, რომ ჩემთვის თვითიზოლაციის პირველი პერიოდი ძალიან რთული იყო - მარტო ყოფნის დრო, როდესაც ვერ გაექცევი შენს აზრებს, ფიქრებს, გინდა თუ არა, საკუთარ თავს პირისპირ უნდა დაუჯდე და დაელაპარაკო. ამ გამორკვევაში გაჩნდა იმის სურვილი, რომ გასცემოდა პასუხი კითხვას, - თუ რა ხდება ჩვენს თავს? ბევრი ვიფიქრე, ვისთან მომინდებოდა ამაზე ლაპარაკი - ეს ის ხალხია, რომელიც წიგნში მესაუბრება, რომლებთანაც ადრე ან ინტერვიუ მქონდა აღებული, ან მისაუბრია უბრალოდ. არის უამრავი სხვა ხალხიც, ვისთანაც მომინდებოდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ უფრო რეალურ გზას მივმართე. თან გამომცემლობამაც მომმართა იმ პერიოდში, წიგნი ინგლისურად და რუსულად უკვე გამოიცა, ახლა "პალიტრა L"-ი თარგმნის ქართულად და გამოსცემს. წიგნი იწერებოდა იმ მომენტში, როცა ტელევიზორს რომ ჩართავდი, აპოკალიფსი ხდებოდა... ეს წიგნი ძალიან დამეხმარა, ბევრ იმ კითხვაზე გამცა პასუხი, რომელიც მაწუხებდა... რატომ მოხდა პანდემია? - ეს მაინტერესებდა, არა მხოლოდ ლოგიკურად, ასევე მინდოდა, ეზოთერიკულად შემეხედა ამ ყველაფრისთვის. ხალხთან ამ საუბრებმა გამიიოლა პანდემიის პერიოდი...

ცოტა მერიდება, რომ ვიძახი, ჩემთვის ნაყოფიერი წელი იყო-მეთქი, მაგრამ ასეა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი გამიჩნდა, თუმცა ბავშვიც ამ პანდემიის პერიოდის ნაყოფია, იმიტომ რომ მე რომ ეს პერიოდი, მოსკოვში, ჩემს ჩვეულ რიტმში ვყოფილიყავი, შეიძლება მომხდარიყო კიდეც, მაგრამ დიდი ალბათობით, არ მოხდებოდა. ამ წიგნის დაწერამაც მიმიყვანა იქამდე, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი გადაწყვეტილება მიმეღო და განმეხორციელებინა", - განაცხდა სოფო შევარდნაძემ.

კორონავირუსით ინფიცირების 1 089  ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე