ავტორი:

Fuckup Nights Tbilisi 3 წლის გახდა

Fuckup Nights Tbilisi 3 წლის გახდა

Fuckup Nights Tbilisi 3 წლისაა… და შემდეგი შეხვედრა კვლავაც ფიზიკურ სივრცეში შედგება! მართალია, ლიმიტირებული დასწრებით, პირბადეებით, შორიდან მისალმებით და ორმეტრიანი დისტანციის დაცვით, მაგრამ მაინც შევხვდებით! Startup Büro და Impact Hub Tbilisi ამჯერად სასტუმრო სტამბაში (Lobby Space) გიმასპინძლებენ და, როგორც ყოველთვის, მოგცემენ შესაძლებლობას, პირისპირ გაიცნოთ საინტერესო სპიკერები და მოისმინოთ მათი კიდევ უფრო საინტერესო, მარცხის ისტორიები.

„განსაკუთრებული დღე გვაქვს, რადგან Fuckup Nights Tbilisi-ის 3 წლის დაბადების დღეს აღვნიშნავთ. გვეამაყება ის შედეგები, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში მივაღწიეთ, ვუმასპინძლეთ 20 ფიზიკურ და 7 ონლაინ ღონისძიებას, მოვუსმინეთ 100-ზე მეტ წარმატებული ადამიანის პროფესიული მარცხის ისტორიას და მოწვეული გვყავდა ბევრი საინტერესო მოდერატორი, ხოლო დამსწრე საზოგადოებამ 10 000-ს გადააჭარბა.“ - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

Fuckup Nights-ის ოცდამესამე ღონისძიებაზე პროფესიული მარცხის ისტორიებს ოთხი მოწვეული სპიკერი გაგვიზიარებს:

⦿ გურამ (გუგა) ცანავა, Georgian Outlets & Resorts Group-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ანტრეპრენერი, ინვესტორი და სტენფორდის მსოფლიო ელჩი, 25-წლიანი მრავალფეროვანი მენეჯერული გამოცდილებით, როგორც დიდი ჰოლდინგური კომპანიების მართვის, ასევე სტარტაპების, სხვადასხვა სფეროში. არის Stanford-ის ბიზნესის სკოლის მაგისტრი, Georgian Industrial Group Holding და Rakia Georgia-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, Synergy Group-ისა და CERMA ყოფილი პარტნიორი, ასევე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის ბორდის ყოფილი წევრი. ის გახლავთ პირველი ქართველი ბიზნესმენი, ვისი ინტერვიუც გამოქვეყნდა მსოფლიოს წამყვან ბიზნეს ჟურნალში - სტენფორდ ბიზნეს რევიუ.

⦿ გიორგი მიქაია, CROSTY-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, მარკეტინგის სპეციალისტი. მას აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება დიზაინში, 2015 წლიდან არის ფეხსაცმელების ბრენდი ქროსთის დამფუძნებელი.

⦿ სალომე ჯაფიაშვილი, სინქრონისტი თარჯიმანი ქართული, ინგლისური, გერმანული, რუმინული და რუსული ენებისთვის.2017 წლიდან დღემდე 4 რომანი და 300-ზე მეტი ღონისძიება აქვს თარგმნილი. „წინა ცხოვრებაში“ ეკონომიკის მაგისტრის ხარისხიც მოიპოვა და 5 წელი ეკონომისტად მუშაობდა, თუმცა, ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ „ოფისის ეკონომისტობას“ „თავისუფალი თარჯიმნობა“ ერჩივნა და მას შემდეგ ყველას და ყველაფერს თარგმნის, რაც კი გზად შეხვდება.

⦿ მარტა კავანიასი (Marta Cabañas), Fuckup Inc.-ის (Fuckup Nights Global-ის) კორპორატიული კლიენტების მომსახურების მენეჯერი. მარტამ დაამთავრა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტისა და იურიდიული ფაკულტეტი, რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა იურიდიულ მრჩევლად დიდ კორპორაციაში. 2015 წელს მან გადაწყვიტა, შეეცვალა თავისი კარიერის მიმართულება და შეისწავლა სასტუმროს მენეჯმენტი, ასევე, მიიღო მაგისტრის ხარისხი. მარტამ დააგროვა გამოცდილება ტურიზმისა და ღონისძიებების ინდუსტრიაში, სანამ დაიწყებდა Fuckup Inc.– ში მოღვაწეობას, 2019 წლის თებერვალში. როგორც Fuckup Inc.-ის კორპორატიული კლიენტების მომსახურების მენეჯერი, ის ზრუნავს ყველა ღონისძიების სპეციალურ გამოშვებაზე, სპიკერებისა და მოდერატორების ტრენინგზე, კონტენტის შექმნაზე და კურატორობაზე და ღონისძიებების მოდერაციაზე. იგი, ასევე, ხელმძღვანელობს Fuckup Nights Mallorca-ს ადგილობრივ მოძრაობას.

ღონისძიების მოდერატორია პაატა შურღაია, საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონის“ (Grant Thornton Georgia) პარტნიორი, ბიზნეს კონსულტანტი და თავისუფალი ბაზრის ადვოკატი. პაატას აქვს 11-წლიანი გამოცდილება საკონსულტაციო ბიზნესში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მონაწილეობა აქვს მიღებული 100-ზე მეტ საერთაშორისო პროექტში, რომელიც გულისხმობდა მმართველობით, ფინანსურ და ადმინისტრაციულ საკითხებში კონსულტაციებს და პროექტების ხელმძღვანელობას.

გელოდებით 29 აპრილს, 17:00 საათზე, Fuckup Nights Tbilisi-ის რიგით ოცდამესამე ღონისძიებაზე სასტუმრო სტამბის Lobby Space-ში.

ღონისძიების გენერალური პარტნიორია თიბისი ბიზნესისთვის.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus), Grant Thornton Georgia, ლურჯი ოკეანე, თბილისის მერია და Watergunz.

მედია მხარდამჭერიები: Forbes Georgia, BPN და Entrepreneur Georgia.

რა არის Fuckup Nights?Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს.

ღონისძიების ლინკი: https://www.facebook.com/events/115650300546951

შეიძინეთ სააღდგომო აქსესუარები 30%-მდე დანაზოგით - „ჰოთსეილისა“ და „სუპერის“ შეთავაზება

შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით!

თუ გსურთ ოთახი საჩუქრად გაგირემონტონ - TV პირველზე გადაცემა "რედიზაინი" იწყება