ავტორი:

თუ გსურთ ოთახი საჩუქრად გაგირემონტონ - TV პირველზე გადაცემა "რედიზაინი" იწყება

თუ გსურთ ოთახი საჩუქრად გაგირემონტონ - TV პირველზე გადაცემა "რედიზაინი" იწყება

თუ გსურთ, ოთახი საჩუქრად გაგირემონტონ, მაშინ თქვენთვის გადაცემა "რედიზაინი“ იწყება. რემონტის გაკეთების პროცესში საუკეთესო დიზაინერები და ხელოსნები იქნებიან ჩართული. "რედიზაინი“ TV პირველზე ყოველ კვირას 15:30-ზე გავა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მთელი ქვეყნის მასშტაბით. გადაცემის წამყვანები მსახიობი და მომღერალი ანა ქურთუბაძე და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნოდო ჯავახიშვილი - თორელი არიან. ისინი აქტიურად ჩაერთვებიან ოთახების რედიზაინის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესშიც.

უფრო დეტალურად გადაცემის შესახებ, თუ როგორ ხდება მონაწილეობა, აპლიკანტების შერჩევა, და, საერთოდ, რატომ უნდა ვუყუროთ გადაცემას, მის წამყვანს ნოდარ ჯავახიშვილს ვესაუბრეთ.

- მოგვიყევით "რედიზაინზე“...

- გადაცემა პირველად ეთერში 25 აპრილს გავა და ის ყოველკვირეული იქნება. მონაწილეების შერჩევა მათ მიერ გამოგზავნილი წერილების მიხედვით მოხდება. გადაცემის ფორატი სრულად პოზიტიური და მხიარულია. ის საინტერესო იქნება არა მხოლოდ მონაწილეებისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, დროის სასიამოვნოდ გასატარებლად და რემონტისა და დიზაინის შესახებ საჭირო და საინტერესო ინფორმაციის მისაღებად.

"რედიზაინი“ TV პირველისა და "ტელეინდუსტრიის“ ერთობლივი პროექტია. მისი წარმდგენია სამშენებლო და სარემონტო მასალების ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი ამიერკავკასიაში "მიჰაუსი“, რომელშიც 60 000-მდე დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი. სწორედ "მიჰაუსში“ შეარჩევენ დიზიანერები სარემონტო მასალებსა და სხვადასხვა აქსესუარს. ასევე, გადაცემის სპონსორები არიან: "ბრიგად არტი“, "ალპინა“, "ბოში“ და "ცელსიუსი“. თითოეულ გადაცემას კი თავისი ინდივიდუალური სპონსორიც ეყოლება.

- ანალოგიური გადაცემა ადრეც არსებობდა. რითი განსხვავდება "რედიზაინი“ ამავე ფორმატის სხვა გადაცემებისგან?

- პირველ რიგში, მთავარი განმასხვავებელი ისაა, რომ მონაწილეობა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ადრე იყო. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოგვიგზავნოს წერილი სოციალური ქსელის (ფეისბუქის) საშუალებით.

გადაცემის ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/Redesign.ge

წინასწარ ბევრი ლაპარაკი არ მინდა. უმჯობესია, ეს ყველაფერი მაყურებელმა თავად ნახოს და განიცადოს. ერთს გეტყვით, რომ გადაცემა იქნება ძალიან დინამიკური და წამყვანებიც არ ვიქნებით უბრალოდ წამყვანები, წინასწარ დალაგებული ტექსტებით. ჩვენც აქტიურად ჩავერთვებით დაგეგმვის და რემონტის პროცესში. შეიძლება გვქონდეს დისკუსია და პოლემიკა დიზაინერებთან.

- თქვენთან ერთად ვინ იქნება გადაცემის წამყვანი?

- წამყვანები ვიქნებით მე და ანა ქურთუბაძე. მინდა გითხრათ, რომ ანასნაირ ვარსკვლავთან მუშაობა საკმაოდ "რთულია“ და ამასაც თავისი ხიბილი აქვს. საბოლოოდ, ჩვენი დუეტი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა.

- როგორ ხდება გადაცემაში მონაწილეობა?

- "რედიზაინში“ მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მათ წერილი, თუ რატომ სურთ მონაწილეობა და გასარემონტებელი ოთახის ფოტოები გადაცემის ფეიბუქ გვერდზე უნდა გაგზავნონ.

გადაცემის ფეისბუქ გვერდის ბმული: https://www.facebook.com/Redesign.ge

- აპლიკანტების შერჩევა როგორ მოხდება?

- ბევრს ჰგონია, რომ წერილები უნდა იყოს ძალიან სენტიმენტალური და ბევრი ცრემლი უნდა ჩანდეს. თუმცა ასე არაა. მთავარია, ტექსტებში მათი ინდივიდუალიზმი ჩანდეს. უნდა დაგვარწმუნონ, რომ სწორედ ისინი არიან ადამიანები, ვისაც ოთახი უნდა გავურემონტოთ. მაყურებელიც რომ ნახავს, უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ დიახ, მართლა იმსახურებდა რემონტს.

გადაწყვეტილებას ერთობლივად ვიღებთ პროდიუსერები, დიზაინერები და ჩვენ, წამყვანები. ზოგადად, ჩვენ ვართ გუნდი, რომლებიც გადაწყვეტილებას ერთობლივად ვიღებთ და წარმატებასაც ვაღწევთ.

- ვინ არიან დიზაინერები, რომლებიც ოთახის დიზაინს შექმნიან?

- ესენი არიან "მიჰაუსის“ დიზაინერები: გივი სარალიძე, მარიამ კეჩხაძე და რუბენ მხითარიანი. მათ დაგეგმილ პროექტს კი სისრულეში "ბრიგად არტის“ წევრები მოიყვანენ. მე ვთვლი, რომ საქართველოში ისინი არიან დიზაინერების ახალი, ყველაზე ნიჭიერი თაობა, რომელთა გაცნობაც მაყურებლისთვის საინტერესო იქნება.

- დიზაინერები რემონტის დაგეგმვის დროს ბინის მფლობელის აზრს გაითვალისწინებენ?

- ზოგადად, დიზაინერები ითვალისწინებენ ორ საკითხს: მფლობელის ინტერესებსა და "მიჰაუსში“ წარმოდგენილ პროდუქციას. პირველ რიგში, მონაწილესთან ხდება გასაუბრება. რა თქმა უნდა, მათ გემოვნებასა და ინტერესებს ვითვალისწინებთ, მაგრამ მთავარ გადაწყვეტილებას ჩვენი დიზაინერები იღებენ. სარემონტო მასალებსა და აქსესუარებს კი "მიჰაუსში“ აარჩევენ, სადაც 60 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი. არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანი აქვთ, რაც, მათ პროფესიონალიზმთან ერთად, კარგი შედეგის მიღების წინაპირობაა.

- რატომ უნდა ვუყუროთ "რედიზიანს“?

- რომ გავბედნიერდეთ... მე, პირდადად, ძალიან სასიამოვნო გრძნობა მეუფლება, როდესაც სხვას ვეხმარები. პროექტი სხვების დახმარებასა და გაბედნიერებას ისახავს მიზნად და ეს ემოცია მაყურებელზეც გადადის. გადაცემა სრულად პოზიტივზეა აწყობილი.

"რედიზაინი“ ძალიან საინტერესო იქნება მათთვის, ვინ საკუთარი სივრცის შეცვლასა და რემონტს აპირებს, რადგან მოისმენენ უამრავ პრაქტიკულ რჩევას, როგორც დიზაინერებისგან, ისე ხელოსნებისგან.

უნდა უყუროთ იმიტომ, რომ უბრალოდ საინტერესოა.

გამოგვიგზანვეთ წერილი და თქვენც გახდით ადამიანი, ვისაც "რედიზაინის“ სახელით კარზე მივუკაკუნებთ და სასიამოვნოდ გაოცებულს დავტოვებთ.

(R)

დმანისში, თიბისის მხარდაჭერითა და ქართულ-ფრანგული ინვესტიციით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა

განსაკუთრებული სააღდგომო შეთავაზება „ევროპროდუქტის“ ერთგულ მომხარებელებს

მსოფლიოში ყველაზე ტრენდული ეტიკეტები - როგორ ზრდიან ისინი პროდუქტის გაყიდვებს