ავტორი:

მსოფლიოში ყველაზე ტრენდული ეტიკეტები - როგორ ზრდიან ისინი პროდუქტის გაყიდვებს

მსოფლიოში ყველაზე ტრენდული ეტიკეტები - როგორ ზრდიან ისინი პროდუქტის გაყიდვებს

ეტიკეტები არა მარტო პროდუქციის მარკირების საშუალებაა, არამედ ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტიც. ცნობილი კომპანიები, ბრენდები და მწარმოებლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ თავიანთი პროდუქციის ეტიკეტის დიზაინს, რადგან ხშირად, სწორედ კრეატიული და განსხვავებული ეტიკეტი იქცევს მომხმარებელთა ყურადღებას.

ლამაზად და ორიგინალურად შემუშავებული ეტიკეტი ნებისმიერი პროდუქტის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, მწარმოებლებში განსაკუთრებით პოპულარულია თვითწებვადი ეტიკეტები.

პირველი ფერადი ეტიკეტები კი მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა და ძალიან სწრაფად გავრცელდა, რადგან ფერად სტიკერებიანი პროდუქცია გაცილებით სწრაფად იყიდებოდა. მწარმოებლებს შორის სისტემატურმა კონკურენციამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ ეტიკეტების შექმნა ნამდვილ ხელოვნებად გარდაიქმნა.

2010 წელს, მინერალური წყლის მწარმოებელმა კომპანიამ Bad Liebenzell-მა თავის პროდუქტი გაყიდვების ჰიტად სწორედ ეტიკეტის დამსახურებით აქცია. სტიკერის უკანა მხარეს მან ქალის გამოსახულება განათავსა. გამადიდებელი ლინზის ეფექტის წყალობით, როდესაც ბოთლი სავსე იყო, ქალის ფიგურა ბევრად მოცულობითი ჩანდა, ხოლო შიგთავსის დაცლისას, ის გაცილებით მოხდენილი ხდებოდა. ამით, მწარმოებელმა მყიდველებს თავისი მთავარი მესიჯი გადასცა, რომ მინერალური წყლის აქტიური მოხმარება ზედმეტი წონისაგან გათავისუფლებას უწყობს ხელს.

ბევრ ადამიანს აქვს ჩვევა, მოაძროს ეტიკეტი ბოთლს, სასმელის დალევის პროცესში. ამ პრობლემის მოგვარების ორიგინალური მეთოოდი, 2009 წელს შვედმა დიზაინერმა - კლარა ლინდსტენმა იპოვა. მან შეიმუშავა ლუდის ბოთლის სტიკერი, რომელიც აკურატულად შეგეძლო მოგეხსნა კუთხეებიდან და გადაგექცია ორიგამის სხვადასხვანაირი ფორმის ფიგურად. ასეთი ეტიკეტი მყიდველს შემოქმედებითი უნარების განვითარებაშიც ეხმარებოდა და თან, ერთგვარი რელაქსაციის საშუალებაც იყო.

ყველაზე ორიგინალური სავაჭრო ეტიკეტების სიაში ღირსეულ ადგილს იკავებს კომპანია Coca-Cola-ს მიერ 2016 წელს დამზადებული სტიკერი. სასმელების მწარმოებელმა ლიმიტირებული გამოშვების ბოთლები უნიკალური თერმული ეტიკეტებით აღჭურვა. ასოები ფერს სასმელის ტემპერატურის მიხედვით იცვლიდა. ოთახის ტემპერატურაზე წარწერა Coca-Cola თეთრი ფერის იყო. 12°C-ზე გაციებისას - ცისფერი, ხოლო 4 გრადუსზე კი ვარდისფერი ხდებოდა.

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი - თერმული, ნახევრად პრიალა ეტიკეტებია, მისი ბიუჯეტური ფასის, უნივერსალურობისა და გამძლე ფაქტურის დამსახურებით.

ასევე, 2021 წლის ეტიკეტების ტრენდებშია:

  • მეტალიზებული;
  • ორმხრივი;
  • წყალგამძლე;
  • სარკისებური;
  • წიგნის ფორმის (გადასაშლელი).

ეფექტური ეტიკეტების დიზაინის ხელოვნება საქართველოშიც საკმაოდ მოთხოვნადია. „კოლორ ჯგუფი“ სწორედ ორიგინალურ, თანამედროვე, ყველაზე ტრენდულ და უახლოესი ტექნოლოგიური ეტიკეტების დიზაინსა და შეფუთვას სთავაზობს მომხმარებელს. ციფრული დანადგარების საშუალებით შესაძლებელია ტირაჟების გაერთიანება, რაც არ საჭიროებს სხვადასხვა ფირების, ან კლიშეების დამზადებას. ეს აჩქარებს და აიაფებს პროცესს.

ეტიკეტების რაოდენობაში მომხმარებელი შეზღუდული არ არის. შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობის ეტიკეტის წარმოება იმგვარად, რომ თითოეული ეტიკეტი იყოს განსხვავებული დიზაინის, ან ჰქონდეს ერთი განსხვევაბული ელემენტი. მაგალითად, ნუმერაცია.

ეტიკეტი პროდუქტზე - ბრენდის სახეა. სწორედ ამ დეტალს იმახსოვრებს მყიდველი და მისი მიხედვით ირჩევს მისთვის საყვარელ ბრენდს.

დღეისათვის ეტიკეტის დიზაინის ძალიან მრავალფეროვანი ვარიანტი არსებობს და მისი სწორად შერჩევა დაგეხმარებათ, რომ თქვენი პროდუქცია გაცილებით ცნობადი გახდეს და მასზე ბევრი ისაუბრონ.

Fuckup Nights Tbilisi 3 წლის გახდა

შეიძინეთ სააღდგომო აქსესუარები 30%-მდე დანაზოგით - „ჰოთსეილისა“ და „სუპერის“ შეთავაზება

შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით!