ავტორი:

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს. ფარული კენჭისყრის შედეგად, კუჭავას კანდიდატურას 86 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი ექვსმა პარლამენტარმა მისცა ხმა, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

კენჭისყრამდე კუჭავამ პარლამენტს სიტყვით მიმართა. შეკითხვა კი, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს მხოლოდ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიაჩიამ დაუსვა. არ გამართულა კამათი, რა პროცედურასაც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის დროს, რეგლამენტი ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე შეფასებები დეპუტატებმა ლევან იოსელიანმა და დავით ზილფიმიანმა გააკეთეს. როგორც მათ საკუთარი პოლიტიკური გუნდის სახელით განაცხადეს, კახა კუჭავას ამ თანამდებობაზე მხარს უჭერენ.

"მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დარბაზში ამომრჩევლის ხმა მაქსიმალურად გაჟღერდება", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

24 აპრილს არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განაცხადა. თალაკვაძეს ვიცე-სპიკერად აირჩევენ, რა თანამდებობაც მეათე მოწვევის პარლამენტში კახა კუჭავას ეკავა.

ღარიბაშვილი, კობახიძე, თალაკვაძე და კალაძე პატრიარქთან - რა ფოტოს ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?

სააკაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ - ევროსასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო - რა ინფორმაციას ავრცელებს "ნაცმოძრაობა"

"მინდა ორ თემაზე ვესაუბრო" - მამუკა ხაზარაძე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას ხვდება