ავტორი:

"დღეს არსებული მოცემულობით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს" - ზაალ უდუმაშვილი

"დღეს არსებული მოცემულობით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს" - ზაალ უდუმაშვილი

პირადად ჩემი პოზიციაა, რომ დღეს არსებული მოცემულობით "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი მოცემულობით აღარ არის ერთპარტიული პარლამენტი, რომელზეც ოპოზიცია ამბობდა, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი ამ ბრძოლაში სწორედ ის იყო, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰყავდა ერთპარტიული პარლამენტი.

„პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება კონსულტაციები და 1-2 დღეში არ დასრულდება. მოგეხსენებათ, "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან დიდი პარტიაა, სხვადასხვა მიმართულებით ჯგუფებს აერთიანებს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც ამ კონკრეტულ საკითხზე სხვადასხვა პოზიციაზე არიან. ამიტომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანთან უნდა გავიაროთ კონსულტაცია. რაც შეეხება თვითონ ამ გადაწყვეტილების მიღების ფორმას, ამაზე პარტიაში სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ერთ-ერთი ვერსიაა, როგორც ნიკა მელია იქნა არჩეული პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ამ მეთოდით იქნას გადაწყვეტილება მიღებული. ასევე არის ვერსია, რომ პოლიტსაბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება, არის ვერსია, რომ პოლიტსაბჭოს გაფართოებულმა შემადგენლობამ მიიღოს გადაწყვეტილება, სადაც სხვა ხალხიც დაემატება გარდა პოლიტსაბჭოს წევრებისა. ეს რამდენიმე ვერსია არსებობს და საბოლოო გადაწყვეტილებას ალბათ, უახლოეს დღეებში მივიღებთ, თუ რა ფორმით მიიღება გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით", - აცხადებს უდუმაშვილი.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილ აქციის გამართვას, როგორც ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული გაიმართება თუ არა აქცია, თუმცა მისი პირადი მოსაზრებაა, რომ 15 მაისის აქცია უნდა გადაიდოს.

"ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილს კონტაქტი მუდმივად აქვთ და არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს" - ნიკა მელია

"უდუმაშვილი სხვანაირ განცხადებას ვერ გააკეთებს - რევოლუციური სცენარის შეწყვეტის ინსტრუქცია და მითითება კიევიდან არ ჩამოსულა" - ვოლსკი

"თავდასხმებს თბილი სკამისკენ ლტოლვის შესახებ არ გამოვეხმაურები... ბევრი შეტევა გამომივლია" - რას წერს ხატია დეკანოიძე "ფეისბუქზე"?