ავტორი:

"ჩვენ შორის ერთი საწოლი იდგა, სადაც საშინელი სისწრაფით იცვლებოდნენ ავადმყოფები" - რას წერს ენათმეცნიერი, რომელიც კახი კავსაძესთან ერთად რეანიმაციაში იწვა

"ჩვენ შორის ერთი საწოლი იდგა, სადაც საშინელი სისწრაფით იცვლებოდნენ ავადმყოფები" - რას წერს ენათმეცნიერი, რომელიც კახი კავსაძესთან ერთად რეანიმაციაში იწვა

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიბის მდგომარეობა 2020 წლის 28 ნოემბერის შემდეგ გართულდა, როდესაც COVID-19 დაუდასტურდა. მაშინ კავსაძე თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

იმ დროს ამავე კლინიკაში მკურნალობას გადიოდა ენათმეცნიერი მარინ ბერიძე, რომელიც ასევე კორონავირუსით იყო ინფიცირებული. იგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მსახიობთან ერთად, რეანიმაციაში გატარებული დღეების შესახებ წერს.

"ბატონო კახი!

ასე მგონია, რეანიმაციაში კი არა, დედის მუცელში ვიყავით ერთად. სიკვდილ-სიცოცხლის დიდმა საიდუმლომ გაგავაერთიანა. თქვენ ჩემზე ადრე წახვედით საავადმყოფოდან. მე თქვენზე გვიან წამოვალ აქედან. თუმცა იქ ყოფნის გაყინულ დღეებს ვერავინ წაგვართმევს და იმ საიდუმლოსაც, ერთ დღეს უჩვეულოდ მკაფიოდ რომ "გამანდეთ", თან წამოვიღებ....

ოდესმე თუ შევძელი და დავწერე იმ ჯოჯოხეთზე, იმ რამდენიმე ეპიზოდსაც გავიხსენებ, თქვენგან სევდიან სიხარულებად რომ დამრჩა.რისთვის უნდოდა უფალს ეს შეხვედრა - არტისტისა და მაყურებლის მონაწილეობით გამართული ეს ბოლო სპექტაკლი, რეანიმაციის რამპების შუქზე და "საპიორი" აპარატურის აკომპანიმენტით.... ჩვენ შორის ერთი ავადმყოფი იწვა.

უფრო სწორად, ერთი საწოლი იდგა, რომელზეც საშინელი სისწრაფით იცვლებოდნენ ავადმყოფები. და ჩვენ, ცოცხლები, როლდავიწყებული არტისტებივით შევყურებდით ერთმანეთს და ჩვენს რიგს ველოდით...... ნათელში იყავით!" - წერს ბერიძე.

"სულ რამდენიმე დღით ვარ თბილისში და ტაქსის მძღოლები მეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა მანქანებზე თეთრი ფერის შეცვლას..." - რას წერს შოთა არველაძე ძმის შესაძლო მერობის კანდიდატობაზე

"ცხარე ცრემლით მეტირება... ყველა ემოცია ცოცხალია და ახლაც, გახსენებისას უფრო განვიცადე, ვიდრე ეს იქ გამოვხატე" - რა ისტორიას იხსენებს თეა ადეიშვილი

"როცა ვმეგობრობდით მაშინაც ვიყავი რუსეთის აგენტი? მთელს ჩემს ოჯახს იცნობ, რამ დაგაწერინა ეს სისულელე?" - რას წერს ჯაღმაიძე თეოლოგის პოსტის საპასუხოდ