ავტორი:

"ტიკარაძემ თავი შეირცხვინა, ვერაფერს მოაბა თავი, რამდენიმე სიტყვა დაამკვიდრა ლექსიკონში - რაღაც გაუგებარი "საწოლფონდი" და მსგავსი" - ალეკო ელისაშვილი

"ტიკარაძემ თავი შეირცხვინა, ვერაფერს მოაბა თავი, რამდენიმე სიტყვა დაამკვიდრა ლექსიკონში - რაღაც გაუგებარი "საწოლფონდი" და მსგავსი" - ალეკო ელისაშვილი

ხალხი კისრისტეხით რეგისტრირდებოდა და ჩინურ ვაქცინაზეც კი ვერ ახერხებდა რეგისტრაციას - ასე პორცია-პორცია და 5-5 ცალი ვაქცინა რატომ შემოდის?! - ამის შესახებ "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დღეს "მინისტრის საათის“ ფორმატში ეკატერინე ტიკარაძის მოსმენისას, მინისტრთან ძირითადი კითხვები ვაქცინაციაზე ექნებათ. ელისაშვილის თქმით, ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, "ვერაფერს მოაბა თავი და მხოლოდ რამდენიმე გაუგებარი სიტყვა დაამკვიდრა ლექსიკონში“.

"გუშინაც ნახეთ, როგორი აჟიოტაჟი იყო რეგისტრაციასთან დაკავშირებით. გუშინდელმა დღემაც დაადასტურა, რომ მითი, თითქოს მთელი ერი ებრძვის ვაქცინაციას და არავის უნდა ვაქცინა, არ დადასტურდა. ხალხი კისრისტეხით რეგისტრირდებოდა გუშინ და ვერ ახერხებდა ჩინურ ვაქცინაზეც კი რეგისტრაციას, რომელზეც ყველა ფეხს ითრევდა თითქოს. მთავარი კითხვა არის, რომ ასე პორცია - პორცია და 5-5 ცალი ვაქცინა რატომ შემოდის?! რატომ ვერ მოაბა თავი ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ მთლიანად, რომ საკმარისი ოდენობის ვაქცინა შემოეტანათ. ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა როგორც ჯანდაცვის მინისტრმა , ვერაფერს მოაბა თავი, რამდენიმე სიტყვა დაამკვიდრა ჩვენს ლექსიკონში - რაღაც გაუგებარი "საწოლფონდი" და მსგავსი, ეს არის და ეს. ვხედავთ ჯანდაცვის სისტემა როგორი გაუმართავია და ვაქცინაცია არის კატასტროფა, 5-5 ცალი ჩამოიტანეს მთელი ამ ხნის განმავლობაში,"- განაცხადა ელისაშვილმა.

"მთელი საარჩევნო გაყალბების სქემა პირადად მასთან იყო შეთანხმებული" - შალვა ნათელაშვილი კელი დეგნანზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

ცნობილია, რა წერია ოპოზიციის "ამნისტიის პროექტში"