ავტორი:

5 რამ, რაც თქვენს იმუნიტეტზე არ იცით და ბუნებრივი საშუალებები, რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ

5 რამ, რაც თქვენს იმუნიტეტზე არ იცით და ბუნებრივი საშუალებები, რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ

თუ გსურთ, დაავადებებმა ხშირად არ შეგაწუხოთ, პირველ რიგში იმუნიტეტი უნდა გაიძლიეროთ. იმუნიტეტზე, ალბათ, ბევრი რამ გსმენიათ და ისიც იცით, რომ ძლიერი იმუნიტეტისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი, მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი საკვებია აუცილებელი. ახლა კი გაგაცნობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს იმუნიტეტზე, რომელიც აქამდე, ალბათ, არ იცოდით.

  • გაციება ნიშნავს, რომ თქვენი იმუნიტეტი მუშაობს. ორგანიზმის მაღალი ტემპერატურა ნიშანია, რომ იმუნიტეტი შეჭრილი მიკრობის დასამარცხებლად ემზადება და შემდეგ ორგანიზმში აღდგენითი პროცესი დაიწყება.
  • გაზაფხულდა და ალერგიულმა რინიტმა შეგაწუხათ? ამაში დამნაშავეც თქვენი იმუნიტეტია. კვებითი ალერგიები, ალერგიული რეაქცია წამლებზე, ჭინჭრის ციება, ასთმა, დერმატიტი, ეგზემა – თითოეული ეს პრობლემა იმუნური სისტემის არსაწორი ფუნფციონირების შედეგია.
  • ძილის ხანგრძლივობის გავლენა იმუნიტეტზე იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე წარმოგედგინათ. უძილობა იმუნიტეტის დაავადებასთან ბრძოლის უნარს საგრძნობლად აქვეითებს. ამ დროს ერთი ღამის უძილობასაც კი აქვს მნიშვნელობა. კვლევებით არის დადასტურებული, რომ ვაქცინები მათთვის ნაკლებად ეფექტურია, ვისაც 6 საათზე ნაკლები სძინავს.
  • არ დაუჯეროთ „ხუთის წამის წესს“! – ხშირად ამბობენ, რომ იატაკზე დავარდნილი ნივთი სუფთაა, თუ მას 5 წამის განმავლობაში აიღებთ. ეს მითია. ბაქტერიები მასზე წამიერად გადადიან და მისი ჭამით იმუნურ სისტემასა და ორგანიზმს საფრთხეს შეუქმნით.
  • ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ იმუნიტიტი თქვენს განწყობასა და სოციალურ ქცევასთან მჭიდრო კავშირშია. ამის შესახებ კვლევები University of Virginia School of Medicine–ში ჩატარდა. შედეგად დადგინდა, რომ რაც უფრო ოპტიმისტი, მეგობრული, კეთილგანწყობილი და პოზიტიურია ადამიანი, მით უფრო ძლიერია მისი იმუნიტეტის დამცველობითი უნარი.

იმუნიტეტის გაძლიერება უფრო აქტუალური ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდშია ხოლმე. თუმცა უკანასკნელი წელი მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებულია კოვიდ პანდემიის გამო და შესაბამისად, იმუნიტეტზე ზრუნვასაც აქტუალობა მთელი წლის განმავლობაში არ დაუკარგავს. იმუნიტეტის გასაძლიერებელი ზოგადი წესების შესახებ ბევრმა იცის. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოწესრიგებული კვების რეჟიმი, სათანადო დასვენება, ფიზიკური აქტივობა, არასტრესული გარემო. თუმცა თითოეული ამ კრიტერიუმით უზრუნველყოფილ გარემოში ცხოვრება მარტივი არ არის. ამიტომ ხშირად ადამიანებს იმუნიტეტის გაძლიერება სხვადასხვა ბუნებრივი საშუალებით თუ ვიტამინითა და მინერალით უწევს. პერიოდულად უწევთ სამკურნალო პრეპარატების მიღებაც, რომელიც სასურველია, რომ სრულად ბუნებრივი შემადგენლობის იყოს. ქიმიური დანამატებით დამზადებულ პრეპარატებს, როგორც წესი, გვერდითი მოვლენები აქვს ხოლმე. ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებებიდან გამორჩეულია: ექანაცია, ნივრის აბები, ძირტკბლა. საპროფილაქტიკო საშუალებებს შორის კი აღსანიშნავია: C ვიტამინი, A ვიტამინი, D ვიტამინები და ასევე მინერალები: თუთია, სელენი, რკინა...

ექინაცია ტრადიციული მცენარეული სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ადამიანს გაციებისა და გრიპის სიმპტომებისგან გათავისუფლებაში ეხმარება. ის იცავს უჯრედებს ვირუსების და ბაქტერიების თავდასხმისგან იმუნური სისტემის გააქტიურებით. ექინაცია განსაკუთრებით ასტიმულირებს ისეთ იმუნურ უჯრედებს, როგორიცაა T-ლიმფოციტები, რომლებიც ებრძვიან პათოგენებს და ტოქსინებს. ექინაცია კარგად მოქმედებს ყელის ტკივილზე, ცხვირ-ხახის ანთების დროს.

ნივრის აბები აძლიერებს იმუნიტეტს და ადამიანს გაციების, სურდოს და ჰაერწვეთოვანი ინფექციების თავიდან აცილებაში ეხმარება. ის ხსნის ზედა სასუნთქი გზების შეშუპებას და ეფექტურია სეზონური ალერგიის ასაცილებლად. ნივრის აქტიური ნივთიერებაა ალიცინი, რომელიც ანტიკოაგულანტური თვისებებით ხასიათდება.

ძირტკბილას აბების აქტიური ნივთიერებებია გლიცირიზინი და ფლავონოიდებიპრეპარატი. აბები ხასიათდება ამოსახველებელი, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული თვისებებით. ძირტკბილას ამოსახველებელი მოქმედება დაკავშირებულია გლიცირიზინის შემცველობასთან, რომელიც ასტიმულირებს ტრაქეისა და ბრონქების ეპითელიუმის აქტივობას, აძლიერებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების სეკრეტორულ ფუნქციას. ანტივირუსული ეფექტით ხელს უშლის გრიპისა და ჰერპესის ვირუსის განვითარებას.

ზეთისხილის ფოთლების ექსტრაქტი გამოიყენება იმუნიტეტის ასამალებლად. ის ეფექტურია გაციების სიმპტომების დასაძლევად, ყელის ტკივილის, გაციების და ხველის დროს. ზეთისხილის ფოთლების ექსტრაქტი ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით და ვიტამინ C-ზე 5-ჯერ უფრო ძლიერი ანტიოქსიდანტია.

Sambucol–ის ფორმულა იმუნო ფორტე შავი ანწლის ექსტრაქტით შეიცავს ფლავონოიდებს (ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს), რომლებიც ვიტიმინი C-ს, თუთიის და პროპილისის დამატებით ჯანმრთელი იმუნური სისტემის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. Sambucol იმუნო ფორტე შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც ქმნიან იმუნური სისტემის დამხმარე ძალას, რათა ჯანმრთელად იყოთ მთელი წლის განმავლობაში. გემრიელ საღეჭ აბებს არ აქვს დამატებული ლიდოკაინი, პარაცეტამოლი, ხელოვნური საღებავები და არომატიზატორები. არ აძინებს, არ შეიცავს გლუტენს და ალკოჰოლს.

Holland & Barrett ფუტკრის დინდგელის (პროპოლისის) კაფსულები – ფუტკარი არა მხოლოდ თაფლს აწარმოებს, არამედ ბუნებრივ ბიოაქტიურ საკვებ დანამატს - პროპოლისსაც. პროპოლისს ფუტკარი აგროვებს და გარდაქმნის ფოთლების კოკრებისა და ხის მერქნისგან. პროპოლისი გამოიყენება, როგორც საფარი სკების აშენებისა და დეზინფიცირებისთვის. სამკურნალო მიზნით პროპოლისის გამოყენება უძველეს ეგვიპტეში დაიწყეს. ის მნიშვნელოვანი დანამატია იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

ვიტამინი C ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, შესაბამისად, გაციების დროს ის იმუნური სისტემის მხარდამჭერია. ვიტამინი C სხვადასხვა ფორმითაა ხელმისაწვდომი, მათ შორის, სტანდარტული ვიტამინი C, დროში ხსნადი ვიტამინი C, ვიტამინი C მჟავას გარეშე. მისი შეძენა შეგიძლიათ ტაბლეტების, შუშხუნა აბების და ფხვნილის სახით. სტანდარტული ვიტამინი C ოდნავ მჟავეა და როგორც წყალში ხსნადი ვიტამინი, სხეულიდან გამოიდევნება დაახლოებით 3 საათის განმავლობაში. დროში ხსნადი ვიტამინი C სხეულში ყოვნდება დაახლოებით 10 საათის განმავლობაში. ვიტამინი C მჟავას გარეშე რეკომენდებულია მგრძნობიარე კუჭის მქონე ადამიანებისთვის.

თითოეული ამ საპროფილაქტიკო თუ სამკურნალო საშუალების შეძენა ბრიტანული ბრენდის Holland and Barett-ის ფილიალებშია შესაძლებელი. კომპანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ეწევა, უკვე 150 წელია და მომხმარებელს მრავალი დასახელების ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალურ პროდუქტს სთავაზობს. საქართველოში აღნიშნული პროდუქციის, ასევე სპეციალურად იმუნიტეტის გასაძლიერებელი ფორმულების შეძენა, ბრენდის სამ ფილიალში ან ვებგვერდის საშუალებითაა შესაძლებელი.

გახსოვდეთ, ძლიერი იმუნიტეტი ჯანმრთელი, ბედნიერი და ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია.

ბალანსის დარღვევა, წელის ტკივილი, გაფანტული სკლეროზი, სქოლიოზი - რა არის აკვა თერაპია, რომელიც ამ და სხვა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ

როგორ გავაწყოთ სააღდგომო სუფრა ლამაზად და სად ვიყიდოთ ყველაზე დაბალ ფასად სააღდგომო ნივთები

Neo QLED - კიდევ ერთი ევოლუციური ტექნოლოგია სამსუნგისგან