ავტორი:

"მკვლელობაში მონაწილეობდა მისი მეუღლე - ჩემი რძალი... ჯერ სახლში გათიშეს ჩემი შვილი, მერე გადაიყვანეს მანქანით სასაფლაოზე, სადაც მოკლეს" - კასპში მოკლული ახალგაზრდის დედა

"მკვლელობაში მონაწილეობდა მისი მეუღლე - ჩემი რძალი... ჯერ სახლში გათიშეს ჩემი შვილი, მერე გადაიყვანეს მანქანით სასაფლაოზე, სადაც მოკლეს" - კასპში მოკლული ახალგაზრდის დედა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კასპში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1990 წელს დაბადებული ქ.ჩ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მანამდე ამ საქმეზე ერთი პირი უკვე იყო დაკავებული.

"ჩემი შვილი მხოლოდ ერთ ადამიანს არ მოუკლავს, მკვლელობაში მონაწილეობდა მისი მეუღლეც - ჩემი რძალი, რომელიც ახლა დააკავეს და ბრალი წარუდგინეს დანაშაულის დაფარვის მუხლით", - ამის შესახებ კასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის დედამ, ხათუნა რაზმაძემ განაცხადა. რაზმაძის ინფორმაციით, მის შვილზე ფიზიკური ზეწოლა ჯერ სახლში განხორციელდა, შემდეგ კი იგი სასაფლაოს ტერიტორიაზე გადაიყვანეს უგონო მდგომარეობაში და მოკლეს.

"ამდენი ხნის განმავლობაში ვითხოვდით გამოძიების ობიექტურად წარმართვას და მის დაკავებას, ძალიან კარგია, რომ ბრალი წარუდგინეს, მაგრამ გამოძიება უნდა გაგრძელდეს და გამოიკვეთება, რომ ჩემი შვილის ცოლი მკვლელობის თანამონაწილეა, უფრო მეტიც, მას მეტი წვლილი მიუძღვის მკვლელობაში. ჯერ სახლში გათიშეს ჩემი შვილი, მერე უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს მანქანით სასაფლაოზე, სადაც მოკლეს", - აცხადებს ხათუნა რაზმაძე.

შეგახსენებთ, 14 მარტს, კასპში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კიდევ ერთი პირი - 1990 წელს დაბადებული ქ.ჩ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დღეს დააკავეს.დაკავებული ქალი მოკლულის მეუღლეა, მას ბრალი სსკ-ის 375-ე მუხლით წარედგინა, რაც დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.

დაკავებულს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ედება ბრალად. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.კასპის სასაფლაოზე 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი 14 მარტს იპოვეს. გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე, უკვე დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ზ.კ., რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 მარტს, კასპში, 1987 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს, ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

მომხდარის გამოძიება განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

"გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ პოლიციელებმა სასულიერო პირი თელავში ჩაიყვანეს და მის დაკავებას გეგმავდნენ" - შსს-ს განცხადება

2000 ლარით დაჯარიმდებით, თუ სასაფლაოების ტერიტორიაზე დაწესებულ შეზღუდვებს დაარღვევთ

პეკინის გამზირზე 17 წლის მოზარდს თავს დაესხნენ - არსებული ინფორმაციით, მიზეზი არასრულწლოვნის გენდერული იდენტობა გახდა