ავტორი:

"ლიბერთი ბანკიდან" 3.5 მილიონი ლარი მოიპარეს - თანხის დაკარგვისთვის ყოფილ მენეჯერსა და 14 თანამშრომელს უჩივიან

"ლიბერთი ბანკიდან" 3.5 მილიონი ლარი მოიპარეს - თანხის დაკარგვისთვის ყოფილ მენეჯერსა და 14 თანამშრომელს უჩივიან

"ლიბერთი ბანკის“ ბათუმის ფილიალის ყოფილ მენეჯერს და კიდევ 14 თანამშრომელს მილიონობით თანხის დაკარგვისთვის, სასამართლოში უჩივიან. ეს ის თანამშრომლები არიან, რომლებმაც შრომითი ხელშეკრულებები უკვე შეაჩერეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბათუმელები" ავრცელებს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბანკიდან 2 მილიონ 533 ათასი ლარი, 202 ათასი ამერიკული დოლარი და 80 ათასი ევროა დაკარგული. სხვადასხვა ტრანზაქციით 37 პირის ანაბრიდან და პირადი ანგარიშიდან თანხას 2015 წლიდან ითვისებდნენ. ბანკი ითხოვს, რომ დაკარგული თანხა თანამშრომლებს დაეკისროთ, რადგან მიაჩნია, რომ ამ თანამშრომლების არასწორი მოქმედებების შედეგად, ბანკმა მილიონები დაკარგა.

სასამართლოში სხდომის დაწყებამდე "ლიბერთი ბანკის“ ადმინისტრაციას ახსნა-განმარტება მიაწოდა ბანკის ბათუმის ფილიალის ყოფილმა მენეჯერმა და თქვა, რომ თანხის მითვისება ხელშეკრულებების გაყალბების გზით მოხერხდა, ასევე გაყალბებული შემნახველი ანგარიშების შექმნით. მას ჯერ სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია.

"ბათუმელების" ინფორმაციით, თანხა ძირითადად ბანკის ფილიალის ყოფილმა მენეჯერმა მიითვისა, რომელიც აზარტული თამაშებით იყო გატაცებული.

"ლიბერთი ბანკმა" აღმოჩენილ დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით უკვე მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბანკის განცხადებაშია ნათქვამი.

"ლიბერთი ბანკის მიერ, ბათუმის ერთერთ ფილიალში, აღმოჩენილ იქნა დარღვევის ფაქტი, რომელიც გამოძიებისთვის დაუყონებლივ გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. ლიბერთი ბანკი სრულად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და ბანკის ყველა ფილიალი შეუფერხებლად ფუნქციონირებს. ბანკი აცხადებს, რომ არანაირი სართხე არ ემუქრება მომხმარებლების თანხებს" - ნათქვამია განცხადებაში.

"8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს" - პროკურატურა სამეგრელოში მომხდარ შემზარავ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც დაზარალებულია კიდევ ერთი მოზარდი

"მთელი სოფელი ფეხზე დგას... ფიზიკური დაპირისპირებაც იყო" - სამეგრელოში 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის ბრალდებულ მამა-შვილს მოსახლეობამ სახლი დაუწვა

შემზარავი დანაშაული მარტვილში - 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მეზობელი მამა-შვილი დააკავეს