ავტორი:

"ჯანმრთელი ადამიანები პანიკას აყვნენ... ჰგონიათ, სუნთქვა აღარ ყოფნით, იკავებენ საწოლებსა და ჟანგბადის აპარატებს" - რას ჰყვება ინდოეთში მყოფი ქართველი?

"ჯანმრთელი ადამიანები პანიკას აყვნენ... ჰგონიათ, სუნთქვა აღარ ყოფნით, იკავებენ საწოლებსა და ჟანგბადის აპარატებს" - რას ჰყვება ინდოეთში მყოფი ქართველი?

მეხუთე დღეა ინდოეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. დელიში, სადაც 20 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, საავადმყოფოები სრულად არის გადავსებული და ახალი პაციენტების მიღებას ვერ ახერხებენ. გადავსებულია ქუჩებში მოწყობილი სამედიცინო პუნქტებიც. ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "აქტუალური თემაში" დელიში მცხოვრები ქართველი თამარა ლაშაური, ინდოეთში არსებულ კოვიდ კრიზისზე ჰყვება:

"იმხელა ქვეყნისთვის, როგორიც ინდოეთია, მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ არა საგანგაშო. როგორც კი კორონავირუსი გავრცელდა, მალევე მთლიანად ჩაკეტეს ინდოეთი. თავიდან სიმკაცრე იყო, გარეთ მხოლოდ საჭირო ნივთების შესაძენად, დღის რაღაც მონაკვეთში გადიოდა ხალხი, პოლიცია აჩერებდა, ხელკეტებსაც ურტყამდნენ.

მაშინ ამ ზომებმა დაიცვა ქვეყანა ამხელა უბედურებისგან. რადგან ქვეყანამ ერთ წელზე მეტ ხანს შეინარჩუნა დაბალი მაჩვენებელი, ხალხმა დაივიწყა ვირუსის არსებობა, ტაძრებში, გასართობ ადგილებშიც დადიოდნენ, დღესასწაულებსაც აღნიშნავდნენ და მაშინ როდესაც მშვიდი მდგომარეობა იყო, უცებ მოხდა აფეთქება. ამ ეტაპზე აკრძალულია გადაადგილება, მაგრამ ხალხი მაინც მოძრაობს, პოლიცია აკვირდება, რომ ბევრი ადამიანი არ იყოს ერთად შეკრებილი, სხვა შეზღუდვა არ არის. უამრავი ადამიანი დაინფიცირდა, საავადმყოფოებში ადგილი არ არის, მაგრამ მოსახლეობა მაინც პოზიტიურად არის განწყობილი და იმედი აქვთ, რომ ერთ-ორ კვირაში ყველაფერი ჩაივლის.

რაც შეეხება სიკვდილიანობას, უფრო გამოწვეულია იმით, რომ საავადმყოფოებში ადგილი ფიზიკურად არ არის, რაც პანიკამ გამოიწვია. ჯანმრთელი ადამიანები პანიკას არიან აყოლილი და ჰგონიათ, რომ სუნთქვა აღარ ყოფნით, იკავებენ საწოლებს და ჟანგბადის აპარატებს. მათ გამო, ისეთი ადამიანები ვერ იღებენ დახმარებას, ვისაც მართლა ესაჭიროება. ჟანგბადის და საწოლების რაოდენობა რომ იყოს, ამხელა სიკვდილიანობა არ იქნებოდა.

არიან ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან და უსასყიდლოდ ავსებენ ჟანგბადის ბალონებს, ხალხი ერთმანეთს ეხმარება. თუ ოჯახს ვირუსი აქვს, მიდიან და საკვებს კარებთან უტოვებენ. არანაირი გაჭირვება არ არის ქვეყანაში, თუ ვირუსს არ ჩავთვლით. ინდოეთში ახალ შტამზე არ ამახვილებენ ყურადღებას, არ აღიქვამენ რომ უფრო საშიში ვირუსია, ეს სხვა ქვეყნებიდან ისმის ჩვენ მიმართ." - ყვება თამარა ლაშაური.

ხართ თუ არა დაცული "ბრიტანული შტამით" დაინფიცირებისგან, თუ კორონავირუსი უკვე გადაიტანეთ? - რას აცხადებს თენგიზ ცერცვაძე

სტიქია კახეთში - სეტყვამ ვენახები და სასოფლო-სამეურნეო კულტურები დააზიანა

რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება