ავტორი:

"გიორგი ვაშაძეს რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, იმას გავუგზავნი - არ არის პრობლემა" - არჩილ თალაკვაძე

"გიორგი ვაშაძეს რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, იმას გავუგზავნი - არ არის პრობლემა" - არჩილ თალაკვაძე

ნამდვილად არ არის მაგის პრობლემა, რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, გავუგზავნი, - ასე პასუხობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ამნისტიის აქტთან დაკავშირებულ დეტალებზე არჩილ თალაკვაძესთან ისეთი ცხარე დებატები ჰქონდა, რომ "კინაღამ ჰალსტუხი შემოახია“.

როგორც თალაკვაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, გიორგი ვაშაძე „მართლაც ნერვიულობდა ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით, თუმცა ის დაამშვიდეს“.

"მინდა დაგიდასტუროთ, რომ ის მართლაც განიცდიდა და ნერვიულობდა ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით, მათ შორის თავის ოპოზიცონერ კოლეგებთან ჰქონდა კამათი და ის დაამშვიდეს. ნამდვილად არ არის მაგის პრობლემა, რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, მას გავუგზავნი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და იქვე აღნიშნა, რომ შეთანხმების დოკუმენტზე „ხელმოწერის შემდეგ ვერანაირი ნერვიულობა ვერ შეცვლიდა ვერაფერს“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძემ რამდენიმე დღის წინ ასეთი განცხადება გააკეთა: „კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე არჩილ თალაკვაძეს და კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედი. თუ არ გჯერათ ეს, დაადასტურებენ სხვებიც, ვინც იმ შეხვედრაზე იყო. ეს დაპირისპირება იყო ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, თუ ვისზე უნდა გავრცელებულიყო და რა უნდა ყოფილიყო“.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ ცვლილებები მიიღო

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"