ავტორი:

ეკატერინე ტიკარაძე "კომენდანტის საათის" მოხსნის სანაცვლოდ გარკვეულ პირობას აყენებს

ეკატერინე ტიკარაძე "კომენდანტის საათის" მოხსნის სანაცვლოდ გარკვეულ პირობას აყენებს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „კომენდანტის საათის“ მოხსნის სანაცვლოდ გარკვეულ პირობას აყენებს.

როგორც ტიკარაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ის არ თვლის, რომ „კომენდანტის საათი“ ჩვენი პრობლემაა.

"ტრანსპორტი და მაღაზიები, ვადასტურებ, რომ არის პრობლემა. უბრალოდ, ჩვენ არ გვაქვს ალტერნატივა. ჩვენ რომ „კომენდანტის საათი“ გადავწიოთ 10:00 საათზე, მაშინ 8:00 საათზე იქნება იგივე მდგომარეობა ტრანსპორტში და მაღაზიებში. აქედან გამომდინარე, გამოსავლები სხვა ჭრილში უნდა ვეძებოთ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ მხოლოდ კომენდანტი არის ჩვენი პრობლემა. პრობლემები გაცილებით მეტი გვაქვს.

კოეფიციენტს ვერ დავასახელებთ, ვინაიდან, აქ მხოლოდ ერთი ცვლადი არ მონაწილეობს. აქედან გამომდინარე მცდარი მოლოდინების შექმნა მოსახლეობაში არ მიყვარს და არ გავაჟღერებ.

ერთადერთი, რაც შემიძლია გავაჟღერო, არის პირბადე - თუ ჩვენ შევძლებთ და ერთობლივად პირბადის ტარებას ავიყვანთ 95%-მდე, ეს ჩვენ მოგვცემს გარანტიებს, უახლოეს მომავალში საბჭომ ჩემი ინიციატივით დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ „კომენდანტის საათი“ მაქსიმალურად მოვხსნათ. ბატონო იაგო, (ხვიჩია) თუ თქვენ გახდებით ამ ინიციატივის მხარდამჭერები, ჩვენ დაგეხმარებით თავისუფლების აღდგენაში“, - მიმართა ტიკარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს, იაგო ხვიჩიას.

საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

პანდემია და ლგბტქ(ი) თემი

ხელჩართული ჩხუბი დმანისში - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში