ავტორი:

შვილიშვილი, რომელიც ბაბუას ძალიან ჰგავს - კახი და ირინკა კავსაძეების უცნობი ფოტოები და მოგონებები

შვილიშვილი, რომელიც ბაბუას ძალიან ჰგავს - კახი და ირინკა კავსაძეების უცნობი ფოტოები და მოგონებები

ორი დღეა საქართველო და სრულიად კინო და თეატრალური საზოგადოება კახი კავსაძის გარდაცვალებას გლოვობს. მსახიობის მდგომარეობა ბოლო წლებში არაერთხელ დამძიმდა. რამდენიმე რთული ოპერაციის გადატანაც მოუხდა, საბოლოოდ კი რამდენიმე თვის წინ დადასტურებულ კორონავირუსს, კახი კავსაძის ორგანიზმი ვეღარ მოერია. ამ დღეებში ბევრი დაიწერა კახი კავსაძეზე, მის პიროვნებაზე, ნიჭზე, მეგობრობაზე... კიდევ ბევრი დაიწერება, რადგან გენიალური მსახიობი თაობებით ემახსოვრება შთამომავლობას.

Ambebi.ge-მ ამჯერად კახი კავსაძის შვილიშვილს, ირინკა კავსაძეს გაგაცნობთ, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს ბაბუას. გოგონა 18 წელია ამერიკაში, კერძოდ კი ვაშინგტონში ცხოვრობს.

10 წლის იყო, როდესაც მშობლებთან ერთად დატოვა საქართველო. მამა ირაკლი კავსაძეც მსახიობია. სკოლის დამთავრების შემდეგ, ირინკამ "სინეტიკის თეატრში" დაიწყო თამაში, იქ, სადაც მამამისი - ირაკლი კავსაძე მუშაობს. ამავე თეატრში ჯერ კიდევ 10 წლისამ სწორედ მამასთან ერთად ითამაშა სპექტაკლში - "სტუმარ-მასპინძელი". ირინკას უმცროსი დაც ჰყავს, რომელმაც სკოლა ორი წლის წინ დაამთავრდა.

"ხომ ვამბობ, როდესაც მას (კახი კავსაძეს) აქ ვტოვებ, ჩემთვის დიდი ტკივილია და ემოციურად განვიცდი. მას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. ბავშვობიდან ძალიან ახლო და განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა და დღემდეც ასე ვართ. რომ შემეკითხებოდნენ: დედა უფრო გიყვარს თუ მამა? ვამბობდი - ბაბუ-მეთქი. სანამ ამერიკაში წავიდოდით, ჯერ კიდევ მაშინ, დედაც მუშაობდა, მამაც და სკოლაში ბაბუას დავყავდი, საუზმეს მიმზადებდა, სკოლაში მაკითხავდა. მან გამზარდა და დღემდე მის მიმართ რაღაც სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს" - იგონებს ირინკა ბაბუას 2018 წელს, AMBEBI.GE-სთვის მიცემილ ინტერვიუში.

"იქ რომ ვართ, იმხელა ქვეყანაში, მგონი, მეც და მთელი ოჯახიც ისე ვცხოვრობთ, გვინდა, კახიმ ჩვენით იამაყოს. თვითონ ძალიან დიდი შრომა აქვს თავის საქმეში ჩადებული. მე რომ დავიბადე, ბებია, ბელა მირიანაშვილი 11 თვის გარდაცვლილი იყო. ბელა ჩემთვის ძალიან მძიმე თემაა, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასეა.

ვგრძნობ, რომ მასთან რაღაც ძალიან ძლიერი მაკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ვიცნობდი და არანაირი შეხება მქონია. ვფიქრობ, გარეგნულად საერთოდ არ ვგავარ, უფრო ბაბუას, თუმცა ბაბუს ჰგონია, რომ ბელას ვგავარ. ხომ ვამბობ, უხილავი ძაფებით რომ მასთან ვარ დაკავშირებული, ამას ნამდვილად ვგრძნობ..." - ამბობდა ირინკა...

2018 წელს გოგონა მთელმა საქართველომ გაიცნო, როდესაც ამერიკიდან სპეციალურად ჩამოვიდა და პროექტ "ცეკვავენ ვარკვლავებში" მონაწილეობდა. ირინიკას მეწყვილე მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი იყო. წყვილმა ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ფინალში გავიდნენ და საპრიზო მეორე ადგილს დასჯერდნენ. ირინკას "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ბაბუასთან გადაღებული უამრავი საზოგადოებისთვის უცნობი ფოტო აქვს გამოქვეყნებული....

"გავასაჩივრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას" - რა წერია საპატრიარქოს 5-პუნქტიან განცხადებაში ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით

წვიმა, სეტყვა და ზოგან ძლიერი ქარი - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"სასამართლოს განჩინება მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რაც ნინოწმინდის პანსიონში არსებობს" - ომბუდსმენი