ავტორი:

რუსთაველის თეატრი კახი კავსაძეს ემშვიდობება - მიმდინარეობს დიდი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი

რუსთაველის თეატრი კახი კავსაძეს ემშვიდობება -  მიმდინარეობს დიდი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი

რუსთაველის თეატრში მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მსახიობი სცენაზეა დასვენებული, მონიტორზე კი მის მიერ შესრულებული როლების ამსახველ კადრებს უჩვენებენ.

რუსთაველის თეატრში სამოქალაქო პანაშვიდი ხუთშაბათს და პარასკევს 15:00 -დან 19:00 საათამდე გაიმართება. კახი კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, 1-ელ მაისს, 14:00 საათზე გამოასვენებენ.

მსახიობ კახი კავსაძეს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

შეგახსენებთ, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.

სტიქია კახეთში - განადგურებულია ვენახების ნაწილი

"ვეუბნებოდი, ძმებო, თუ გინდათ ჩხუბი, მოდით ჩემთან... ვარ ძიუდოისტი" - რას ამბობს ჭყონდიდში განვითარებულ მოვლენებზე ეპარქიის ყოფილი მმართველი

"ქართული თეატრი კახი კავსაძის გარეშე დაობლდა - ის საუკუნის ადამიანი იყო" - ნინო სუხიშვილი