ავტორი:

"გაიგო მეუღლის მკვლელობის შესახებ, თუმცა პოლიციას არ შეატყობინა... შემდეგ ავტომანქანის სალონში სისხლის კვალი წაშალა" - პროკურატურა კასპის მკვლელობაზე

"გაიგო მეუღლის მკვლელობის შესახებ, თუმცა პოლიციას არ შეატყობინა... შემდეგ ავტომანქანის სალონში სისხლის კვალი წაშალა" - პროკურატურა კასპის მკვლელობაზე

საქართველოს პროკურატურამ, კასპში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ქ. ჩ.-ს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენარალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნ.ღ. ყელის არეში, დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 13 მარტს, ზ.კ.-მ კასპში ქ.ჩ.-ს მეუღლე ნ.ღ. მათი საცხოვრებელი სახლიდან ავტომანქანით ,,ქეჩერუხის" დასახლებასთან არსებული სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა. სადაც ყელის არეში დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ნ.ღ. გარდაიცვალა.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ზ.კ. ქ.ჩ.-სთან სახლში დაბრუნდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ჩ.-მ შეიტყო ზ.კ. -ს მიერ მისი მეუღლის მკვლელობის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს არ შეატყობინა. ამასთან, ქ.ჩ.-მ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ავტომანქანის სალონში სისხლის კვალი წაშალა.

სამართალდამცველებმა ქ.ჩ. 28 აპრილს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მარნეულის საკრებულოს შენობასთან აქციაზე 6 პირი დააკავეს

მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

"აღდგომა მოდის და ცოტა შემწყნარებლები უნდა ვიყოთ ადამიანების მიმართ“ - რას ამბობს "უცნობი" ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების შესახებ