ავტორი:

მალე შესაძლოა, მელინდა გეითსი მსოფლიოს უმდიდრესი ქალი გახდეს - მან სასამართლოს ბილ გეითსთან ქონების თანაბრად განაწილებისთვის მიმართა

მალე შესაძლოა, მელინდა გეითსი მსოფლიოს უმდიდრესი ქალი გახდეს - მან სასამართლოს ბილ გეითსთან ქონების თანაბრად განაწილებისთვის მიმართა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წყვილი - ბილ და მელინდა გეითსები ერთმანეთს შორდებიან. 27-წლიანი, ერთი შეხედვით ჰარმონიული თანაცხოვრება დასრულდა, ახლა კი ქონების განაწილების პროცედურა იწყება.

ამ დროისთვის ბილ გეითსი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს და ფორბსის მიხედვით, მისი ქონება 146 მილიარდი დოლარია. როგორც The Wall Street Journal წერს, მელინდა გეითსმა უკვე მიმართა სასამართლოს ქონების გადანაწილების თაობაზე.

წყვილმა ქონება თანაცხოვრების პერიოდში შექმნა, ამიტომაც მოსალოდნელია, რომ ისინი მილიარდებს თანაბრად გაინაწილებენ. იურისტების შეფასებით, მელინდამ ქონების 50% უნდა მიიღოს. ამიტომაც ვარაუდობენ, რომ მალე მელინდა გეითსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი გახდება.

ცნობისთვის, გეითსებმა დაშორების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

“ბევრი ფიქრისა და ურთიერთობაზე ბევრი მუშაობის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავასრულოთ ქორწინება, 27 წლის განმავლობაში ჩვენ სამი საოცარი შვილი გავზარდეთ და დავაფუძნეთ ფონდი, რომელიც მუშაობს იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანებს ჰქონდეთ ჯანსაღი და პროდუქტიული ცხოვრების შესაძლებლობა.

ჩვენ ამ მისიაში გავაგრძელებთ ერთმანეთის გვერდით დგომას და გავაგრძელებთ ერთად მუშაობას ფონდში, მაგრამ აღარ გვჯერა, რომ ერთად, როგორც წყვილს, შეგვიძლია განვითარება ჩვენი ცხოვრების შემდეგ ეტაპზე. ვითხოვთ პირად სივრცეს, სანამ ახალ ცხოვრებას დავიწყებთ“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბილ და მელინდა გეითსებმა ერთმანეთი 1980-იან წლებში გაიცნეს, მაშინ, როდესაც მელინდა ბილს "მაიკროსოფტის“ ფირმაში შეუერთდა. მილიარდერთა წყვილს სამი შვილი ჰყავს.

აქვთ საერთო ფონდი, რომელიც მილიონებს ხარჯავს სხვადასხვა ინფექციური დაავადებების მკურნალობის გზების საპოვნელად და ვაქცინების განვითარების ხელშესაწყობად.

ბილ გეითსი ახლა 65 წლისაა, ხოლო მელინდა - 56-ის, ის "მაიკროსოფტს" 1987 წელს შეუერთდა. მალე კი ბილთან სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო. "ჩვენ ვზრუნავდით ერთმანეთზე და არსებობდა მხოლოდ ორი შესაძლებლობა - ან დავშორდებოდით, ან დავქორწინდებოდით“, - ამბობს ბილ გეითსი "ნეტფლიქსის“ დოკუმენტურ ფილმში. წყვილი 1994 წელს დაქორწინდა.

"მინდა ყოველდღიურად 10 თქვენგანი დავხოცო, სამყაროში ცოცხალი არავინ უნდა დარჩეს" - ვინ არის თავდამსხმელი, რომელაც ყაზანის სკოლაში მასობრივი მკვლელობა მოაწყო

კორონავირუსის პრევენცია ძროხის ფეკალიებით - ინდოეთში ვირუსს უჩვეულო მეთოდით ებრძვიან: რას აცხადებენ ექიმები

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თხები, რომლებსაც კრიპტოვალუტის სახელები ჰქვიათ - მარკ ცუკერბერგმა საზოგადოებას მაქსი და ბიტკოინი გააცნო