ავტორი:

"ქმარი ოჯახის უფროსია... ჩემი ერთგულება და უდიდესი სიყვარული ცხოვრებაში - ეს ყველაფერი ჩემი მეუღლეა" - პარლამენტის თავმჯდომარის რუსი მეუღლის ემოციური პოსტები

"ქმარი ოჯახის უფროსია... ჩემი ერთგულება და უდიდესი სიყვარული ცხოვრებაში - ეს ყველაფერი ჩემი მეუღლეა" - პარლამენტის თავმჯდომარის რუსი მეუღლის ემოციური პოსტები

"კახა კუჭავა - დაიმახსოვრეთ ეს სახელი!“ - 4 ინსტაგრამ პოსტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს მეუღლემ მიუძღვნა

პარლამენტის ახალი თავჯდომარის, კახა კუჭავას რუსი მეუღლე საკმაოდ აქტიურია "ინსტაგრამზე". ის საქართველოს პოპულარიზაციას ეწევა და უკვე წლებია, ქვეყანაში აწყობს ტურებს. მის "ინსტაგრამზე" ქვეყნის შესახებ სხვადასხვა ამბავს ვხვდებით, თუმცა, ელიზავეტა ოსმინინა ბევრს წერს ოჯახურ ცხოვრებაზეც. შევარჩიეთ 4 "ინსტაგრამპოსტი", რომელშიც კახა კუჭავას მეუღლე ქმრის შესახებ ჰყვება, და ამასთანავე, მის გამომწერებს კითხვებსაც უსვამს. ჩვენ ეს პოსტები დავასათაურეთ და ისე გთავაზობთ:

  • "ბოლოს და ბოლოს, ჩემი ადამიანი ვიპოვე..."

”სიყვარული ისაა, როდესაც გრძნობ, რომ ვინმეს ხელიდან გაშვება შენი ცხოვრების ხელიდან გაშვებას ნიშნავს” - ფრედერიკ ბეგბედერი.

ერთხელაც მოხდა ის, რასაც ამდენ ხანს ველოდი, ჩემი უმთავრესი სურვილი, რომელიც უამრავჯერ ჩავიფიქრე - ბოლოს და ბოლოს, ჩემი ადამიანი ვიპოვე...

ჩვენი შეხვედრა 2007 წლის აგვისტოში შედგა, ჩემი პირველი ვიზიტის დროს ბათუმში. ერთმანეთი მეგობრებმა გაგვაცნეს და ჩემზე მაშინვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაღალმა ლამაზმა ქართველმა, რომელსაც ზურგზე ტატუ ჰქონდა. მაშინვე მივხვდი, რომ ამ კაცს ძლიერ უყვარს საკუთარი სამშობლო და ამაყობს თავისი ეროვნებით - ზურგზე მას ძველ ქართულ ენაზე, სიტყვა "ქართველი" ეწერა.

საუბარი დავიწყეთ და მან მომიყვა თავის მოგზაურობებზე მსოფლიოს გარშემო, იმაზე, თუ რამდენი მეგობარი ჰყავს ევროპაში, ამერიკასა და რუსეთში. ერთი საღამო, ორიოდე ღიმილი, და ძლიერი შთაბეჭდილება, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მომხიბლა მისმა ცხოვრების სიყვარულმა, გახსნილობამ, სიკეთემ და სულის სიღრმემ. ამ თვისებებით ახლაც აღფრთოვანებული ვარ...

ბათუმში ორი კვირა ძალიან სწრაფად გავიდა და როდესაც ახალმა მეგობრებმა აეროპორტში გამაცილეს, მუქი სათვალის ქვეშ ცრემლები გამეყინა და თავში ფიქრმა გამიელვა "ბილეთი უნდა გადამეცვალა“. საქართველოდან გაფრენისას მთელი ემოციები თან წავიღე და რაც მთავარია, აშკარა განცდა იმისა, რომ ჩვენი შეხვედრები და სიტყვები ასე დროულად და გულწრფელად გაჩნდა. მშვენიერი საქართველო - ამდენი სითბო არასდროს არცერთ ქვეყანაში მიმიღია და რაც მთავარია, შემიყვარდა ის, ვინც ჩემგან ათასობით კილომეტრის მოშორებით დარჩა.

ზუსტად ერთი წლის შემდეგ ჩემი მეგობრის ქორწილში ისევ შევხვდი ჩემს გმირს - ეს ჟანრის კლასიკაა. მე მეჯვარე, ის კი თამადა იყო. მაშინვე გამახსენდა მისი სახელი და ერთმანეთს გავუღიმეთ. ერთი კვირის შემდეგ თქვა, რომ მე მისი ცოლი გავხდებოდი - მახსოვს, მაშინ ამის არ მჯეროდა".

  • "ჩვენ ჩვენი თარიღები გვაქვს"

"მე და ჩემი ქმარი წმ. ვალენტინის დღეს, 23 თებერვალს და 8 მარტს არ ვზეიმობთ. ჩვენ ჩვენი თარიღები გვაქვს: 16 თებერვალს ქალაქ სიღნაღში, რეესტრის ოფისში მოვაწერეთ ხელი, 26 აპრილს მცხეთაში, ჯვრის ტაძარში დავქორწინდით.

14 წელია, ერთად ვართ, აქედან 13 წლის განმავლობაში დაოჯახებული. როდესაც ვამბობთ, რომ არ ვჩხუბობთ, ყველას უკვირს, მაგრამ, უთანხმოება ძალიან იშვიათად გვაქვს - ადვილად ვუთმობთ ერთმანეთს და კომპრომისს ვპოულობთ. ამავე დროს, ქმარი ოჯახის უფროსია, ბევრ საკითხში მას რჩევას ვაძლევ და ვუსმენ.

ქმარი ცეცხლს ანთებს, ცოლი კი მას მხარს უჭერს - ეს ჩვენს ცხოვრებაზეა ნათქვამი. ჩვენი ურთიერთობის საფუძველი სიყვარული და მიმღებლობაა. ერთმანეთს არ ვაკონტროლებთ, არ ვაწუხებთ და არაფერს ვაძალებთ: ყველაფერი ნებიდან და სიყვარულიდან გამომდინარეა. ჩვენ არ ვცდილობთ ერთმანეთის გადაკეთებას, თუმცა მე საქართველოში ცხოვრების დროს შევიცვალე. მახსოვს, როდესაც ახალი დაქორწინებულები ვიყავით, ქართული მენტალიტეტისა და ცხოვრების პრინციპების შესახებ არაფერი მესმოდა და ბევრ შეცდომას ვუშვებდი. მაგრამ ჩემი მეუღლე მოთმინებით მიხსნიდა და მეუბნებოდა: ”საქართველოში ეს მიღებული არ არის”. დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, ვისწავლე და ქართული მენტალიტეტი ახლა დიდი დოზით მაქვს.

ჩემი მეუღლე ბევრს მუშაობს, მას უფრო ხშირად ტელევიზორში ვხედავ, ვიდრე სახლში. მაგრამ მე მისით არანორმალურად ვამაყობ და ვიცი, რომ ამ ყველაფერს საკუთარი ქვეყნისთვის აკეთებს. მესმის, რა სიმშვიდეა მისთვის, როდესაც იცის, რომ ბავშვებთან ერთად, სახლში მე ვარ. ბედნიერი ვარ, რომ იგი ამას აფასებს, ყოველთვის მხარს მიჭერს და აღფრთოვანებულია ჩემით.

ვულოცავ მას ჩვენს დღეს, მადლობთ ჩემი ბედნიერი ცხოვრებისათვის.

რამდენი წელია, გათხოვილი ხართ? საკუთარ დღესასწაულებს აღნიშნავთ თუ 14-23-8-ს?"

  • "დღეიდან ჩემი მეუღლე, კახა კუჭავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა"

"დღეიდან ჩემი მეუღლე, კახა კუჭავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა. თავისი საქმის პროფესიონალი, ის პატიოსანი და ერთგული, თავისი ქვეყნისა და ხალხის პატრიოტია. არანორმალურად ვამაყობ და აღფრთოვანებული ვარ ჩემი ქმრით და ახალ გზაზე მას წარმატებებს მთელი გულით ვუსურვებ.

ნება მომეცით, 2016 წლის 13 ივლისს დაწერილი პოსტის ციტირება მოვიყვანო:

”ჩემთვის ის საუკეთესო და ყველაზე საყვარელი ადამიანია მსოფლიოში. პატიოსანი, ერთგული, სამართლიანი, თავისი საქმის პროფესიონალი, ყველაფერში პერფექციონისტი, ადამიანი, რომელიც არასდროს წყვეტს ჩემს გაკვირვებასა და აღფრთოვანებას, რადგან არასდროს ჩერდება და ყოველთვის წინ მიიწევს.

ჩემი დაცვა და მხარდაჭერა, ჩემი სიმდიდრე და სიამაყე, ჩემი ერთგულება და უდიდესი სიყვარული ცხოვრებაში - ეს ყველაფერი ჩემი მეუღლეა. ბედნიერი ვარ, რადგან დღეს განსაკუთრებული დღეა, ცხოვრების ახალი ეტაპის დღე: დღეს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დეპუტატობის ახალი კანდიდატების სია გამოცხადდა, ამ სიაში შედის ჩემი საყვარელი მეუღლეც, კახა კუჭავა. დაიმახსოვრეთ ეს სახელი, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ეს ადამიანი თავისი საყვარელი ქვეყნისთვის ბევრს გააკეთებს"

  • "ჩემი ოცნებები ოდნავ გადაჭარბებითაც შესრულდა"

"როდესაც 12-13 წლის ვიყავი, მახსოვს, როგორ ვოცნებობდი ლამაზ ქმარზე, ორ ბავშვზე (აუცილებლად ბიჭი და გოგო უნდა ყოფილიყვნენ), დიდ სახლსა და ძაღლზე. ნათლად მახსოვს, როგორ წარმოვიდგენდი ამას.

საოცარია იმის გაცნობიერება, რომ ჩემი ოცნებები ოდნავ გადაჭარბებითაც შესრულდა, იმის გამო, რომ შვილი სამი მყავს, ახლახანს ძაღლიც შეგვემატა, სახლის პროექტი კი კეთდება.

ელენა 9 წლისაა, ნიკა მალე 7-ის გახდება, ანუშკა კი თითქმის 3-ისაა. ერთდროულად, დიდები და პატარები. ყველას ძლიერი ხასიათი აქვს, არის ზრდის რთული პერიოდები.

ელენე უკვე ზრდასრულია, ჩემი ჭკვიანი გოგო და მთავარი დამხმარეა, შემოქმედებითი და მგრძნობიარე, ყურადღებიანი და მოწყვლადი;

ნიკა პედანტია, უყვარს სიცილი, აქტიური და ჯიუტია, აღზრდა-განათლებაა საჭირო;

ანუშკას ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს, მან იცის, რა უნდა და ფეხზე მყარად დგას. მისი სტაბილურობით აღფრთოვანებული ვარ.

მეჩვენება, რომ მე არც ერთი მათგანი არ მგავს - ყველა მამას. ასევე გასაკვირია - მე და კახას თაფლისფერი თვალები გვაქვს, ჩვენს სამივე შვილს კი - მომწვანო ნაცრისფერი.

მოგვიყვებით თქვენი ოჯახის შესახებ? რამდენი შვილი გყავთ, რამდენი წლის არიან? საერთოდ, მოდით, ბავშვებზე ვილაპარაკოთ".

"როცა ვიმალებოდით, არავინ შეგვიფარა. ერთმა კაცმა ისიც გვითხრა, თუ არ წავიდოდით, თავად მოგვკლავდა..." - რას წერს ანა სუბელიანი 5 ივლისის მოვლენებზე

"მთელი ერი გააფთრებული ვჯიჯგნით ერთმანეთს, ბერები ტყვიით არკვევენ ქონების საკითხებს, ყოველდღე ღობეს სწევს ყველა მეზობელი..." - რას წერს ვაჟა-ფშაველას შთამომავალი

"დაგვიკავშირდნენ, თითქოს ჩვენი მონაცემები ნანუკას ფონდმა გადასცა და უნდოდათ დაგვხმარებოდნენ" - კარინა გრიგორიანის პოსტი თაღლითურ სქემაზე და ჟორჟოლიანის კომენტარი