Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 752 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 904 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 848 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 988 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 312 445-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.99%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.47%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 595 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 293 052 მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 151 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 988 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 511 შემთხვევა, აჭარა - 114, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 33, გურია - 19, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 94, კახეთი - 45, მცხეთა-მთიანეთი - 45, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 216, საიდანაც: 4 040 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 246, აჭარაში - 460, იმერეთში - 404. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 771 პირი, მათ შორის, თბილისში - 379, აჭარაში - 84, იმერეთში -100. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 137 პირი, მათგან თბილისში - 91, აჭარაში - 12, იმერეთში - 8. 800 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 459 - თბილისში, 314 - აჭარაში. 10 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 77, ხოლო აჭარაში - 14.
სულ 6 ოქტომბრიდან - 1 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 580პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 185 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 24 812 პირი, აჭარაში - 2 735, იმერეთში - 1 256.