ავტორი:

აქტივისტი ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე შესვლას ცდილობდა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა

აქტივისტი ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე შესვლას ცდილობდა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა

სამოქალაქო აქტივისტი ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე შესვლას ცდილობდა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

მოქალაქე სამართალდამცველებმა პოლიციის ავტომობილში ჩასვეს და სავარაუდოდ, ტერიტორიიდან განარიდეს.

როგორც აქტივისტი აცხადებდა, ბაბუის სასაფლაოზე მოვიდა და შესვლა სურდა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გუშინ და დღეს სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს აკონტროლებენ. პოლიციის თანამშრომლები არსებული რეგულაციების კონტროლს ახორციელებენ როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში არსებულ სასაფლაოებზე.

2, 3 და 4 მაისს, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აკრძალულია.

"ბიჭი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სწავლისთვის ემზადებოდა. ერთ დღესაც გაქრა..." - აზერბაიჯანელი აქტივისტი თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს: რა ვერსიებზე ლაპარაკობენ მისი მეგობრები?

"ყველაზე მძიმე მუხლი მელიას აქვს წაყენებული და თუ ამნისტია მას უნდა შეეხოს, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!" - გომელაური

"დავაკავებთ, რა თქმა უნდა. ახლა გავალთ და...“ - რა განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ბადრი ესებუაზე