ავტორი:

"ბადრი ჩემთვის მკვდარია... ძალიან ცუდად მიდის ჩვენი საქმე, თავი რომ მოვიკლა, ბავშვებს რა ვუყო?" - ინტერვიუ ტარიელ ესებუასთან

"ბადრი ჩემთვის მკვდარია... ძალიან ცუდად მიდის ჩვენი საქმე, თავი რომ მოვიკლა, ბავშვებს რა ვუყო?" - ინტერვიუ ტარიელ ესებუასთან

"სულ ტელევიზორს ვუყურებ, რომ არაფერი გამომრჩეს. 8 თვეა ბადრის არაფერი ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი. ის ჩემთვის მკვდარია, ჩემი შვილია, მაგრამ მისი არაფერი მაინტერესებს. მე მეორე შვილის ამბავი მაინტერესებს, უდანაშაულო კაცი ზის ციხეში... ახლა რა აუტანელი მდგომარეობაცაა ჩემს ოჯახში, მტერს არ ვუსურვებ - ორივე შვილი დამეღუპა, მშობლები გავნადგურდით... ბადრისთან არც არაფერი მაქვს სათქმელი. ჩაიდინა თუ არა ის დანაშაული, დღეს მის გამო მისი ძმა ციხეშია და ჩვენ ცოცხლად დაგვმარხა. მორჩა, ის ჩემთვის მკვდარია!" - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ძებნილი ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა.

- ძალიან ცუდად მიდის ჩვენი საქმე. ბადრიზე არაფერი ვიცი, არავინ არაფერს მეუბნება, წარმოდგენა არა მაქვს, სად შეიძლება იყოს. დამეღუპა ოჯახი... ბიძინას კი, ამ უდანაშაულო კაცს, რაც გაუკეთეს, ყველამ კარგად იცის. პაემანი გვქონდა მასთან, ცოლ-შვილი მივუყვანე. დედამისმაც ერთხელ ნახა. ნეტავ არ მენახა... კაცი ცარიელი ცხვირია დარჩენილი. რამდენი ხანია აპროტესტებს უკანონოდ დაკავებას და შიმშილობს... 22-ში კიდევ გვიწევს მასთან მიკროპაემანი, მაგრამ დედამისს შევუშვებ, მე არ შევალ, არ შემიძლია მისი ნახვა, ცუდად ვარ...

ბიძინა ესებუა

ვერაფრით დავეხმარე ჩემს უდანაშაულო შვილს, ის მძევალია, ბადრის გამო აიყვანეს და ეწამება. იმ თვეში დამთავრდება ბიძინას ამბავი და ვნახოთ, რა იქნება, რასაც მოისურვებენ, იმას უზამენ. ჩემი თავი სულ არ მადარდებს, ერთი დღე არ ვიცოცხლებდი ამ მდგომარეობაში, ბიძინას პატარები რომ არა, ხვალვე მოვიკლავდი თავს. ვერ გავუძელი ამხელა დარტყმას, ავადმყოფი ვარ, დიაბეტიანი, სტენტი მაქვს გასაკეთებელი, ნაინსულტარი ვარ, მაგრამ სამკურნალო ფული არა მაქვს. მეუღლეა და, ბადრისა და მერე ბიძინას ამბავზე იმდენი ინერვიულა, ახლა ყველაფერი სულერთია მისთვის, აზრზე არ არის, აშკარად ფსიქიკური პრობლემები აქვს.

- ბიძინას რომ შეხვდით, რაზე ისაუბრეთ?

- რა უნდა მითხრას, მე ხომ ვიცი, რომ უდანაშაულოა. მის ძმას მთელი საქართველო ეძებს და ორი პატარა ბავშვის პატრონი ასე გარისკავდა, როცა იცოდა, უთვალთვალებდნენ? ამისთანა რაღაცას გააკეთებდა? ბიძინა კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობდა და მისი მანქანა ორი დღის განმავლობაში იუსტიციის სახლის შორიახლო იდგა. საბარგული არ იკეტებოდა და გვეუბნებიან, შიგ "ლიმონკა", ტყვიები, საძილე ტომარა და რაღაცები ეწყოო. ამ ყველაფერს ჩადებდა საბარგულში და 2 დღე დატოვებდა? რა თქმა უნდა, ჩაუდეს. რად უნდა დიდი მკითხაობა იმას, რომ ბიძინა ბადრის სატყუარად გამოიყენეს.

- მალე სასამართლო პროცესი გაიმართება, რისი იმედი გაქვთ?

- 5 და 10 დამცველი რომც ავიყვანო, რა აზრი აქვს? რაც უნდათ, იმას უზამენ. რაც უნდათ, ის უქნიათ, სამუდამოს ხომ არ მისცემენ? როცა იქნება, გამოვა. მე ერთი მშრომელი კაცი ვარ. ვის ვებრძოლო, სახელმწიფოს ხომ ვერ შევებრძოლები? მოვა დრო და გაირკვევა ყველაფერი...წაიკითხეთ სრულად

"8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს" - პროკურატურა სამეგრელოში მომხდარ შემზარავ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც დაზარალებულია კიდევ ერთი მოზარდი

"მთელი სოფელი ფეხზე დგას... ფიზიკური დაპირისპირებაც იყო" - სამეგრელოში 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის ბრალდებულ მამა-შვილს მოსახლეობამ სახლი დაუწვა

შემზარავი დანაშაული მარტვილში - 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მეზობელი მამა-შვილი დააკავეს