ავტორი:

რამდენად ეფექტიანია "სინოფარმის" ვაქცინა და რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს - ჯანმო-ს ახალი ინფორმაცია ვაქცინაზე, რომლითაც საქართველოში აცრები დღეს დაიწყო

რამდენად ეფექტიანია "სინოფარმის" ვაქცინა და რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს - ჯანმო-ს ახალი ინფორმაცია ვაქცინაზე, რომლითაც საქართველოში აცრები დღეს დაიწყო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის, "სინოფარმის“ ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ მტკიცებულებების შეფასება გამოაქვეყნა.

  • დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, 18-დან 59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ჩატარებული კლინიკური ცდების მესამე ფაზის თანახმად, რომელშიც 13 765-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ვაქცინამ 78.1%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, წინასწარი კლინიკური, ან რეპრო /ტოქსური გამოკვლევების შედეგად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არ გამოვლენილა.

კვლევისას გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქი, ან ზომიერი იყო.

გამოვლენილი გვერდითი მოვლენები:

  • ტკივილი აცრის ადგილას
  • თავის ტკივილი
  • დაღლილობა.

ასევე, გამოვლინდა ორი სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვაქცინაციასთან - ძლიერი გულისრევა და ანთებითი დემიელინაციის სინდრომი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 18 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებში "სინოფარმის“ გამოყენება 45 ქვეყანაშია ავტორიზებული და დღემდე ვაქცინის 65 მილიონი დოზა გაკეთდა. ვაქცინაციისთვის საჭიროა "სინოფარმის“ 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით.

"სინოფარმმა" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო

კონტროლიდან გამოსული ჩინური რაკეტის პირველი ფოტო - ასტრონომებმა ის დედამიწასთან მოახლოებისას დააფიქსირეს

რას აცხადებენ კონტროლიდან გამოსული რაკეტის შესახებ ჩინეთში - "მისი ნამსხვრევების უმეტესობა დაიწვება"