ავტორი:

"თუ ახლა ფაშინიანი პრორუსულმა ძალებმა პოლიტიკას ჩამოაშორეს, მოსკოვი ძაფზე ჩამობმულ სათამაშო თოჯინად გვაქცევს" - წავა თუ დარჩება ფაშინიანი?

"თუ ახლა ფაშინიანი პრორუსულმა ძალებმა პოლიტიკას ჩამოაშორეს, მოსკოვი ძაფზე ჩამობმულ სათამაშო თოჯინად გვაქცევს" - წავა თუ დარჩება ფაშინიანი?

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პარლამენტმა პრემიერად არ აირჩია, რაც სომხეთის კანონმდებლობით, სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად საჭირო პროცედურის ნაწილია, რათა პარლამენტი დაითხოვონ და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

2021 წლის 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ, ფაშინიანმა ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდგომი მოვლენებისა და აქციების შემდეგ ისაუბრა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შევიდა. დაძაბულობა იმდენად გამწვავდა, რომ ოპოზიციამ ფაშინიანისა და მისი ხელისუფლების გადადგომა მოითხოვა. სომხეთის პრემიერი გადადგა და ვადამდელი არჩევნები დააანონსა.

იმ შემთხვევაში, თუ ფაშინიანი პარლამენტარების მხარდაჭერას მეორე კენჭისყრაზეც, 10 მაისსაც ვეღარ მოიპოვებს, რაც მოსალოდნელია, სომხეთის პარლამენტს დაითხოვენ და ვადამდელ არჩევნებს პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ივნისში დანიშნავს.

თუმცა, ამის მიუხედავად, ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულების გაგრძელებას განაგრძობს და კენჭისყრაში მონაწილეობასაც გეგმავს. არაერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და ლიდერი აცხადებს, რომ ფაშინიანი მათი პრემიერი აღარ არის და არც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს, რადგან დეპუტატებმა მას ერთხელ უკვე უთხრეს უარი. პოლიტოლოგი რუბენ მერაბიანი ფაშინიანს უპირობო ლიდერს უწოდებს, რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. მას ასობით ათასი ადამიანი გაჰყვა, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამიტომ მის მიმართ მოთხოვნებიც ისეთი ჰქონდა, რომლის შესრულება, იმ რეალობაში, რომელშიც ქვეყანა აღმოჩდა, თითქმის წარმოუდგენელი იყო.

"იმედგაცრუებების კვალდაკვალ, აგრესიაც გაიზარდა, რადგან ყველაზე მთავარი მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიკარგა არცახი (მთიანი ყარაბაღის რეგიონი)... ამავდროულად ქვეყანაში მძვინვარებს კოვიდი, თუმცა, პოლიტიკოსის წინააღმდეგ 55 -მა დეპუტატმა მისცა ხმა, 45 -მა კი მხარი დაუჭირა... გასაგებია, რომ ვიღაცები მას არ ასვენებენ, რადგან არ სურთ მოპოვებული კეთილდღეობის დაკარგვა", - ამბობს რუბენ მერაბიანი.

ქვეყანაში პრორუსული ძალების გააქტიურებას სხვა საფუძვლებიც აქვს - მაისის პირველ ნახევარში, სომხეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აპირებს ჩასვლას ჯერ სომხეთში, შემდეგ კი - აზერბაიჯანში. 5-6 მაისს რუსეთის პირველი დიპლომატი ერევანში სომხეთის პირველ პირებს შეხვდება, შემდეგ კი ბაქოში ჩავა.

ერთ-ერთი ვერსიით, ლავროვის ვიზიტი, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ამერიკის გააქტიურებას უკავშირდება. არსებობს ვარაუდი, რომ ბაქოში სტუმრობისას, ლავროვს რუსი მშვიდობისმყოფელების ფუნქციებზე მოუწევს ლაპარაკი, რომელიც რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში განალაგა. არსებული ვერსიით, აზერბაიჯანს მათთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს, თუმცა, რუსეთს იქ კონტიგენტის გაზრდა სურს და არავინ იცის, რა კოზირს გამოიყენებს ამისთვის მოსკოვი.

"რაც შეეხება სომხეთს, რუსეთს მასთან დაკავშირებით უფრო გრანდიოზული გეგმები აქვს, - ჩვენთან ყველამ იცის, რომ იმ სომეხი ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ, რომლებიც ყარაბაღის ომის შემდეგ, აზერბაიჯანელ სამხედროებს ჰყავთ, რუსეთს ახალი, ჩვენთვის არამომგებიანი შემოთავაზება აქვს. ისედაც ყველანაირად მოსკოვზე ვართ მიბმული და თუ ახლა, ფაშინიანი პრორუსმა ძალებმა აქტიურ პოლიტიკას ჩამოაშორეს, მოსკოვი ძაფზე ჩამობმულ სათამაშო თოჯინად გვაქცევს. იმას გაგვაკეთებინებს, რაც თავად სურს. ანტირუსულ განწყობებს კი, რომელიც ყარაბაღის ომის შემდეგ, გააქტიურდა, თანდათან ჩაახშობენ. კორუმპირებული სარგსიანი კი ისევ აიღებს ხელში ძალაუფლებას თავის მომხრეებთან ერთად და ის მცირედი გარდატეხა და დასავლეთისკენ ლტოლვა, რაც ფაშიანინის მოსვლის შემდეგ, საზოგადოებაში გაჩნდა, ისევ განეიტრალდება..." - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი რობერტ პეტროსიანი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

პოლიტოლოგ სტეფან გრიგორიანის თქმით კი:

"სამხრეთ კავკასიაში დასავლეთი გააქტურდა, ხედავენ, რომ რუსეთი თუნდაც ყარაბაღის რეგიონში ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, უფრო სწორად, სათავისოდ ასრულებს, პოზიციების გასაძლიერებლად და ბაზების რაოდენობის გასაზრდელად..." - წერს ის სოცილური ქსელში.

"ფაშინიანმა ბევრი რამ ვერ გათვალა, მათ შორის ისიც, რუსეთსა და დასავლეთს შორის ლავირებას შეძლებდა თუ ვერა ისე, რომ ამით ქვეყნის ინტერესები არ დაზიანებულიყო. რატომღაც ვერ წარმოედგინა, რომ მის უახლოეს გარემოცვაშიც კი არიან ადამიანები, ვინც მზად არიან, რუსეთთან ან პრორუსულ ძალებთან ითანამშრომლონ საკუთარი კეთილდღეობისთვის ანაც თუნდაც იმიტომ, რომ სჯერათ, რომ რუსეთის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ... ერთი სიტყვით, მისი უახლოეს გარემოცვასთან განხილული თემები, რომელიც რუსეთისგან დისტანცირებას უკავშირდებოდა, ცნობილი გახდა. ასევე, ფაშინიანს ეგონა, წინა ხელისუფლებების დროს პრივილეგიებით მცხოვრებ ადამიანებს ნაციონალური ინტერესების სანაცვლოდ დათმობებზე წამოიყვანდა, მაგრამ ამაშიც შეცდა. თუმცა, ახლა ძალიან არ მინდა ფაშინიანი დამარცხდეს და მისი ძალისხმევა წყალში ჩაიყაროს, ეს რუსეთში დაბრუნებას ნიშნავს..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ჰაი ჰაიტუნი.

"თუ რუსეთი უგუნურად და აგრესიულად იმოქმედებს, შეერთებული შტატები მას უპასუხებს" -  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

დედამიწას მწყობრიდან გამოსული გიგანტური ჩინური რაკეტა უახლოვდება - რა საფრთხეებზე საუბრობენ პენტაგონში

"დონალდ ტრამპის მიმართ არასათანადო სასჯელი იქნა გამოიყენებული" - რა წერია "ფეისბუქის" სამეთვალყურეო საბჭოს დასკვნაში?