ავტორი:

"ოქტომბრისთვის თუ მესამე მძლავრი ცენტრი არ შეიქმნება, ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს" - გიორგი ვაშაძე

"ოქტომბრისთვის თუ მესამე მძლავრი ცენტრი არ შეიქმნება, ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს" - გიორგი ვაშაძე

"ოქტომბრისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას მძლავრი მიზიდულობის ცენტრი და როგორც შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებისკენ იძულება გავაკეთეთ ადამიანებმა, რომლებსაც თითქოს დაბალი მხარდაჭერა გვქონდა, ასე უნდა შევათანხმოთ ყველა მხარე", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მესამე მძლავრი ცენტრი არ შეიქმნება, ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს.

კითხვაზე, იქნება თუ არა მესამე ცენტრი "ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, ვაშაძემ განაცხადა, რომ ეს "ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ვერ გამოვა.

"საქართველოს ხელისუფლება რომ შეიცვალოს აუცილებელია მესამე მძლავრი მიზიდულობის ცენტრის გაჩენა. სხვა შემთხვევაში, "ქართულ ოცნებას“ ნეგატიური, არაფრისმკეთებელი კამპანიით 7 არჩევნები აქვს მოგებული. ბოლო არჩევნები გააყალბა კიდეც. ოქტომბრისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას მძლავრი მიზიდულობის ცენტრი.

როგორც შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებისკენ იძულება გავაკეთეთ ადამიანებმა, რომლებსაც თითქოს დაბალი მხარდაჭერა გვქონდა, მაგრამ გვეყო ძალა, პასუხისმგებლობა აგვეღო ჩვენს თავზე, ასე უნდა შევათანხმოთ ყველა მხარე, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში და პერსონალურ დაპირისპირებას ავაცდინოთ. თუ მესამე მძლავრი ცენტრი არ შეიქმნება, ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

"ძალიან უსინდისობაა, რასაც ამბობ... არ მოველოდი შენგან ამას" - რაზე წაკამათდნენ სალომე სამადაშვილი და ხატია დეკანოიძე პირდაპირ ეთერში?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

რა ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური ლიდერების შეხვედრაზე?