ავტორი:

"მითხრა, განსაკუთრებულ ექსპერიმენტს ვატარებო" - რუსი ბლოგერი 40-დღიანი "გამაჯანსაღებელი შიმშილობის" შემდეგ აფხაზეთში გარდაცვლილი იპოვეს

"მითხრა, განსაკუთრებულ ექსპერიმენტს ვატარებო" - რუსი ბლოგერი 40-დღიანი "გამაჯანსაღებელი შიმშილობის" შემდეგ აფხაზეთში გარდაცვლილი იპოვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის ერთ-ერთ სოფელში, 40-დღიანი "გამაჯანსაღებელი შიმშილობის" შემდეგ, 40 წლის ბლოგერი ვიტალი ვიგრანოვსკი გარდაიცვალა.

მან ე.წ. გამაჯანსაღებელი შიმშილობა მარტში, მოსკოვში დაიწყო, მეათე დღეს აფხაზეთში ჩავიდა და განაცხადა, რომ იქაური კლიმატი თავისი გეგმის განხორციელებაში დაეხმარებოდა, რადგან რუსეთის ჰაერი არ მოუხდა. შიმშილის მე-20 დღეს თქვა, რომ თავს განწმენდილად გრძნობს, თუმცა გახდა, ძალებს კარგავს და ენერგიაც გამოეცალა. უკვე 35-ე დღეს გრძნობდა, რომ იღუპება, მაგრამ შიმშილობა არ შეწყვიტა...

"მე გავიარე თამაში, გავაქრე პარაზიტები. საკვების მიმართ სურვილი დავკარგე. სხეული განახლდა, ისევე, როგორც თითოეული უჯრედი“ - დაწერა ბლოგერმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.

აფხაზეთში რუსი ბლოგერის სიკვდილმა მაინც გააჩინა კითხვები, თუმცა ე.წ. შს სამინისტროს ცნობით, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ვიტალი ვიგრანოვსკის სიკვდილს კრიმინალური მიზეზი არ აქვს. ცხედარს არც ძალადობის კვალი ეტყობა. მინისტრის ე.წ. მრჩევლის ბადრი აიბას ცნობით, რუსი ბლოგერი გუდაუთის რაიონის სოფელ ანხუაში ცხვრობდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ადგილზე ახალი ათონის მილიცია მივიდა და იქ კვებითი იოგის შედეგად გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს...

რუსი ბლოგერი YOUTUBE-ის არხზე კვების იოგას უწევდა პროპაგანდას. ის 40 დღის განმავლობაში, არათუ საკვებს, წყალსაც არ იღებდა. მისმა ახლობლებმა სოციალური ქსელში დაწერეს, რომ ის მშრალ შიმშილობაზე გადასვლის პროცესში გარდაიცვალა.

"იმედია, ამის გამო პაპუასებს არ დაგვიძახებენ აფხაზებს და მის სიკვდილში არ დაგვადანაშაულებენ... რამდენი სულელი ჰყავს დედამიწას, იქნებ უფრო მარტივი ფორმა მოეძებნა თვითმკვლელობისთვის და რაღა აფხაზეთი აირჩია, თითქოს ჩვენი ცოდვები არ გვყოფნიდეს?.. აქამდე მეგონა, აფხაზეთში მხოლოდ სამკურნალოდ და დასასვენებლად ჩამოდიოდნენ" - წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი ლამზირა გოლანძია.

"ერთხელ შემხვდა და ხეებამდე წამოვიყვანე მანქანით. შევთავაზე წყალი, მაგრამ უარი მითხრა, განსაკუთრებულ ექსპერიმენტს ვატარებ, მსოფლიო მედიცინა უნდა ამოვატრიალოო... ვუთხარი, რომ თავადაც ექიმი ვარ და ჯანმრთელი ადამიანი საკვების გარეშე 21 დღე ძლებს, წყლის გარეშე კი - 10. მან მითხრა, რომ შინაგანი რწმენა წარმართავს ბევრ რამეს. მივხვდი, რომ სტანდარტულ შემთხვევასთან არ გვქონდა საქმე და შევეშვი. მხოლოდ ის ვუთხარი, ამ სამოთხეში საშიმშილოდ როგორ ჩამოხვედით-მეთქი..." - წერს abkhaz-auto.ru-ს კომენტარებში ერთ-ერთი მკითხველი ვარლამ ბერია.

"კადიროვცებს" უმუშავიათ, "მეფე" კმაყოფილი იქნება - უწყინარი ხუმრობის გამო, ჩეჩნეთში ორ მამაკაცს საჯარო ბოდიში მოახდევინეს

რუსი ოკუპანტები ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან სასაოფლო-სამეურნეო ტექნიკით გამოჩნდნენ (ფოტო, ვიდეო)

"ახლა მთავარია, ადამიანებს აიძულონ, "ეს სიკეთე" მიიღონ" - როგორ შეხვდა აფხაზი მოსახლეობა რეგიონში რუსული ვაქცინის შეტანას?